კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამი კვირაა ექიმები დიდი დატვირთვით ვმუშაობთ... მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც" - ანზორ მელია
"სამი კვირაა ექიმები დიდი დატვირთვით ვმუშაობთ... მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც" - ანზორ მელია

ამ დღე­ებ­ში მე­დი­კო­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­დი­ო­ლო­გე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბის მა­ტე­ბას უჩი­ვი­ან, რად­გან მძი­მე, და­ძა­ბუ­ლი და სტრე­სუ­ლი ფონი ადა­მი­ა­ნებს ჯან­მრთე­ლო­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნის... ცოტა ხნის წინ კარ­დი­ო­ლოგ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ თა­ვის "ფე­ის­ბუქპოს­ტით" მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა და დაგ­მო ძა­ლა­დო­ბა, ის, რაც ბოლო სამი კვი­რაა, ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში გრძელ­დე­ბა.

  • ცნო­ბი­ლი ექი­მი, რო­მე­ლიც წე­ლე­ბია, ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კურ და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლია. ან­ზორ მე­ლი­ას­თან სა­უ­ბარ­შიც ირ­კვე­ვა, რომ ამ დღე­ებ­ში მას ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­ა­კი­თხა.

- მე ვარ პრაქ­ტი­კო­სი ექი­მი. ახლა მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა კი არ მი­წევს, არა­მედ შო­კი­რე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის დამ­შვი­დე­ბაც. მი­წევს მათი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­მაგ­რე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო სამი კვი­რაა, ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობთ. მო­დი­ან ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბიც და ძვე­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ ინ­ფარ­ქტი, აქვთ მო­ციმ­ცი­მე არით­მია, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და ამ სტრე­სის ფონ­ზე გარ­კვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი ემა­ტე­ბათ.

მო­დი­ან ახალ­გაზ­რდე­ბიც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი და ისე­თი, რომ თვა­ლებ­ში სხი­ვი არ აქვთ - სას­წა­უ­ლია, ასე­თი ჯერ არ მი­ნა­ხავს. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ვკვდე­ბი, რად­გან ძნე­ლია ამის ყუ­რე­ბა. არი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბიც... ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ფარ­ქტე­ბი­თაც შე­მო­ვიდ­ნენ. ასე უკონ­ტრო­ლოდ გა­ზის გაშ­ვე­ბა, წყლის ჭავლში რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­რე­ვა და ამის და­მიზ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დღეს და ხვალ არა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ცუდ შე­დეგს მოგ­ვი­ტანს. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ თუ ასე გაგ­რძელ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეს. ვა­წყნა­რებ, ვამ­შვი­დებ და ვე­უბ­ნე­ბი, ვის უტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს-მეთ­ქი?!.

- რა და­ამ­შვი­დებს სი­ტუ­ა­ცი­ას?

- ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს ხალ­ხს, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ათე­ნებს. არა­და, მათი და­წყნა­რე­ბა მხო­ლოდ ახლი არ­ჩევ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა, სხვა­ნა­ი­რად არ დამ­შვიდ­დე­ბა ქვე­ყა­ნა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენ რუ­სეთს და­ვუბ­რუნ­დეთ. რა კა­ნო­ნებ­საც იღე­ბენ, ხომ შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რი კაცი ამის­გან გა­გი­ჟეს. ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ისე მი­ი­ღე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს ნორ­მა­ლუ­რია?! ადა­მი­ა­ნი არ არის, რომ თქვას, მოდი, დავ­ნიშ­ნოთ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ანდა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ასე­თი სი­ტყვე­ბით რომ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ქალს, რო­მე­ლიც დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტია ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან. ეს გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი პრე­ზი­დენ­ტად რომ და­ნიშ­ნეს, - რა­ტომ?! ბავ­შვებს რა უნდა ვუ­თხრათ - რო­გორ აღარ ის­წავ­ლო­თო? ესე­ნი რა­საც ახლა აკე­თე­ბენ, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი შეს­რულ­და, მო­მა­ვა­ლი ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცე­ვა. ამი­ტომ მხო­ლოდ ევ­რო­პა და მხო­ლოდ ეგ არის გა­მო­სა­ვა­ლი. ევ­რო­პა მინ­და, მეტი არა­ფე­რი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სამი კვირაა ექიმები დიდი დატვირთვით ვმუშაობთ... მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც" - ანზორ მელია

"სამი კვირაა ექიმები დიდი დატვირთვით ვმუშაობთ... მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც" - ანზორ მელია

ამ დღეებში მედიკოსები, განსაკუთრებით კარდიოლოგები, პაციენტების მატებას უჩივიან, რადგან მძიმე, დაძაბული და სტრესული ფონი ადამიანებს ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის... ცოტა ხნის წინ კარდიოლოგმა ანზორ მელიამ თავის "ფეისბუქპოსტით" მოსახლეობას მიმართა და დაგმო ძალადობა, ის, რაც ბოლო სამი კვირაა, ჩვენს დედაქალაქში გრძელდება.

  • ცნობილი ექიმი, რომელიც წელებია, ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით შეწუხებულია. ანზორ მელიასთან საუბარშიც ირკვევა, რომ ამ დღეებში მას ბევრმა ადამიანმა მიაკითხა.

- მე ვარ პრაქტიკოსი ექიმი. ახლა მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც. მიწევს მათი ფსიქოლოგიურად გამაგრება და დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით ბოლო სამი კვირაა, ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობთ. მოდიან ახალი პაციენტებიც და ძველებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინფარქტი, აქვთ მოციმციმე არითმია, გულის უკმარისობა და ამ სტრესის ფონზე გარკვეული ჩივილები ემატებათ.

მოდიან ახალგაზრდებიც ძალიან დატვირთულები, განერვიულებულები და ისეთი, რომ თვალებში სხივი არ აქვთ - სასწაულია, ასეთი ჯერ არ მინახავს. მათ მდგომარეობას ძალიან განვიცდი, ვკვდები, რადგან ძნელია ამის ყურება. არიან განერვიულებული და შეშინებული მოხუცებიც... ამ ნერვიულობის ნიადაგზე ადამიანები ინფარქტებითაც შემოვიდნენ. ასე უკონტროლოდ გაზის გაშვება, წყლის ჭავლში რაღაც გაუგებარი ნივთიერების შერევა და ამის დამიზნება საკუთარი მოსახლეობისთვის დღეს და ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე წელში ცუდ შედეგს მოგვიტანს. ადამიანების უმრავლესობა ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა მდგომარეობა, ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ვაწყნარებ, ვამშვიდებ და ვეუბნები, ვის უტოვებენ საქართველოს-მეთქი?!.

- რა დაამშვიდებს სიტუაციას?

- ახლანდელი მთავრობა არასერიოზულად უყურებს ხალხს, რომელიც რუსთაველის გამზირზე ათენებს. არადა, მათი დაწყნარება მხოლოდ ახლი არჩევნებით შეიძლება, სხვანაირად არ დამშვიდდება ქვეყანა. შეუძლებელია, რომ ჩვენ რუსეთს დავუბრუნდეთ. რა კანონებსაც იღებენ, ხომ შეიძლება ნორმალური კაცი ამისგან გაგიჟეს. ქართული ენის ცოდნა არ არის აუცილებელი, ისე მიიღებენ თანამდებობაზე. ეს ნორმალურია?! ადამიანი არ არის, რომ თქვას, მოდი, დავნიშნოთ ახალი არჩევნები. ანდა, როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ასეთი სიტყვებით რომ მოიხსენიებენ, ქალს, რომელიც დიდი ავტორიტეტია ევროპელ ლიდერებთან. ეს გაუნათლებელი ფეხბურთელი პრეზიდენტად რომ დანიშნეს, - რატომ?! ბავშვებს რა უნდა ვუთხრათ - როგორ აღარ ისწავლოთო? ესენი რასაც ახლა აკეთებენ, თუ ეს ყველაფერი შესრულდა, მომავალი ჯოჯოხეთად იქცევა. ამიტომ მხოლოდ ევროპა და მხოლოდ ეგ არის გამოსავალი. ევროპა მინდა, მეტი არაფერი!