პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთადერთი ქართველი ავტორი „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიაში - მკითხველის რჩეული ნაირა გელაშვილი გახდა
ერთადერთი ქართველი ავტორი „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიაში - მკითხველის რჩეული ნაირა გელაშვილი გახდა

„კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის ახა­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა სე­რი­ი­სა „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რია 15 წლის წინ გა­მო­ი­ცა, თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა და დღემ­დე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

გა­მოწ­ვე­უ­ლი რე­ზო­ნან­სი­სა და მკი­თხველ­თა მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „პა­ლიტ­რა L-მა“ იმუ­შა­ვა 15 წიგ­ნის პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს თა­ნა­მედ­რო­ვე და კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­მელ­თა შო­რის ახა­ლი თარ­გმა­ნე­ბიც გვხვდე­ბა. მა­გა­ლი­თად, სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი - „ანე ფრან­კის დღი­უ­რი“ სრუ­ლი სა­ხით ნი­დერ­ლან­დუ­რი­დან ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად ითარ­გმნა და ახა­ლი სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. ასე­ვე პირ­ვე­ლად ითარ­გმნა და გა­მო­ი­ცა ჰენ­რიკ სენ­კე­ვი­ჩის „ვიდ­რე ჰხვალ?!“.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გა­მო­ცე­მუ­ლია მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის „მხევ­ლის წიგ­ნი“, ალექ­სან­დრე დი­უ­მას ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“, კა­ზუო იში­გუ­როს „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“, პოლ ოს­ტე­რის „ნი­უ­ი­ორ­კუ­ლი ტრი­ლო­გია“, კურტ ვო­ნე­გუ­ტის „სა­საკ­ლაო“, ფრანც კაფ­კას „პრო­ცე­სი“, ჰო­მე­რო­სის „ილი­ა­და“, ჩარლზ დი­კენ­სის „მძი­მე დრო­ე­ბა“, ჯეინ ოს­ტი­ნის „ემა“ და მე-12 ტო­მის სა­ხით მალე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლის „დე­დის ოთა­ხი“.

თი­თო­ე­უ­ლი ტომი თა­ვად მკი­თხველ­მა შე­არ­ჩია ხმის მი­ცე­მის გზით, რო­მე­ლიც ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც „პა­ლიტ­რა L-ის“ სა­ე­ტა­პო პრო­ექ­ტში მოხ­ვდა, ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლია რო­მა­ნით „დე­დის ოთა­ხი“.

ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც ღრმა ანა­ლი­ზით, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თე­მა­ტი­კით, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

მწე­რა­ლი წლე­ბია, სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მკი­თხველ­ში დიდი ინ­ტე­რე­სით სარ­გებ­ლობს. თვალ­სა­ჩი­ნოა მისი საქ­მი­ა­ნო­ბაც: ის გახ­ლავთ რო­გორც მწე­რა­ლი, ისე გერ­მა­ნის­ტი, მთარ­გმნე­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი და გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი. ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი არის ქა­ლე­ბის ხმა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

„დე­დის ოთა­ხი“ ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლის მე­ო­რე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 1986-87 წლებ­ში ჟურ­ნალ­ში იბეჭ­დე­ბო­და. 1978 წელს კი ერთ წიგ­ნად გა­მო­ი­ცა.

რო­მა­ნი ერთი ოდ­ნავ უჩ­ვე­უ­ლო ოჯა­ხის ის­ტო­რი­ის რეტ­როს­პექ­ტი­ვაა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბის ანა­ლი­ზი, რა­საც ავ­ტო­რი არას­ტან­დარ­ტუ­ლი თხრო­ბის სტი­ლით ახორ­ცი­ე­ლებს. რო­მა­ნის სქე­მა­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბა ამ­გვა­რია: მათე იწყებს დე­დის ოთა­ხის ჩხრე­კა-თვა­ლი­ე­რე­ბას და თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი წარ­სულს ახ­სე­ნებს მას. კედ­ლის სა­ა­თი პე­რი­ო­დუ­ლად რე­კავს და წარ­სუ­ლის სუ­რა­თე­ბი ერ­თმა­ნეთს კი­ნო­კად­რე­ბი­ვით ცვლი­ან. შემ­დეგ დე­დის დღი­უ­რის კი­თხვას იწყებს და თხრო­ბა პირ­ველ პირ­ში გა­და­დის – ელე­ნე ჰყვე­ბა თა­ვის თავ­გა­და­სა­ვალს. თხრო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია ასე­ვე ელე­ნეს მა­მის ნა­ამ­ბო­ბი, მისი ოჯა­ხის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. სა­ა­თის რეკ­ვა კი რო­გორც ჟა­მის მდი­ნა­რე­ბის მა­უ­წყე­ბე­ლი, კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით ის­მის იქამ­დე, ვიდ­რე მათე “მთლი­ა­ნად“ არ გა­მო­იკ­ვლევს დე­დის სა­ი­დუმ­ლოს.

ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იკ­ვლევს ქა­ლის პო­ზი­ცი­ას პი­რად, ოჯა­ხურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ებ­ში. ამავდრო­უ­ლად, ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ვინც ემიგ­რა­ცი­ის თე­მა­ტი­კას შე­ე­ხო. მწერ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­და­ლა­ხავს ადა­მი­ა­ნი კულ­ტუ­რა­თა­შო­რის ბა­რი­ე­რებს და რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს სა­კუ­თარ იდენ­ტო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ.

„დე­დის ოთა­ხი“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“, მალე გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე, ისე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ერთადერთი ქართველი ავტორი „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიაში - მკითხველის რჩეული ნაირა გელაშვილი გახდა

ერთადერთი ქართველი ავტორი „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიაში - მკითხველის რჩეული ნაირა გელაშვილი გახდა

„კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის ახალი პროექტია, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა სერიისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. აღნიშნული სერია 15 წლის წინ გამოიცა, თითქმის მთელი საქართველო მოიცვა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

გამოწვეული რეზონანსისა და მკითხველთა მოთხოვნიდან გამომდინარე, „პალიტრა L-მა“ იმუშავა 15 წიგნის პროექტზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებებს, რომელთა შორის ახალი თარგმანებიც გვხვდება. მაგალითად, სერიის პირველი ტომი - „ანე ფრანკის დღიური“ სრული სახით ნიდერლანდურიდან ქართულად პირველად ითარგმნა და ახალი სერიის ფარგლებში გამოიცა. ასევე პირველად ითარგმნა და გამოიცა ჰენრიკ სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ?!“.

პროექტის ფარგლებში ასევე გამოცემულია მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, ალექსანდრე დიუმას ქალი ხავერდის ყელსაბამით“, კაზუო იშიგუროს „არასოდეს გამიშვა“, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“, კურტ ვონეგუტის „სასაკლაო“, ფრანც კაფკას „პროცესი“, ჰომეროსის „ილიადა“, ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“, ჯეინ ოსტინის „ემა“ და მე-12 ტომის სახით მალე ხელმისაწვდომი გახდება ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი“.

თითოეული ტომი თავად მკითხველმა შეარჩია ხმის მიცემის გზით, რომელიც ახლაც გრძელდება. ერთადერთი ქართველი ავტორი, რომელიც „პალიტრა L-ის“ საეტაპო პროექტში მოხვდა, ჯერჯერობით ნაირა გელაშვილია რომანით „დედის ოთახი“.

ნაირა გელაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც ღრმა ანალიზით, ფილოსოფიური თემატიკით, ცხოვრებისეული სიუჟეტებითა და საინტერესო მიგნებებით ხასიათდება.

მწერალი წლებია, სხვადასხვა თაობის მკითხველში დიდი ინტერესით სარგებლობს. თვალსაჩინოა მისი საქმიანობაც: ის გახლავთ როგორც მწერალი, ისე გერმანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და გარემოსდამცველი. ნაირა გელაშვილი არის ქალების ხმა ქართულ ლიტერატურაში.

„დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის მეორე ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც 1986-87 წლებში ჟურნალში იბეჭდებოდა. 1978 წელს კი ერთ წიგნად გამოიცა.

რომანი ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტების ანალიზი, რასაც ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ახორციელებს. რომანის სქემატური აღნაგობა ამგვარია: მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა-თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი. საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე “მთლიანად“ არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.

ნაირა გელაშვილის ნაწარმოებები იკვლევს ქალის პოზიციას პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ სივრცეებში. ამავდროულად, ის ერთ-ერთი პირველია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ვინც ემიგრაციის თემატიკას შეეხო. მწერლისთვის საინტერესოა, როგორ გადალახავს ადამიანი კულტურათაშორის ბარიერებს და როგორ ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას საზღვარგარეთ.

„დედის ოთახი“ სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, მალე გახდება ხელმისაწვდომი როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე წიგნის მაღაზიათა ქსელში.

R