სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - კარგად არიან ნავარჯიშევი“ - კახა კალაძე
“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - კარგად არიან ნავარჯიშევი“ - კახა კალაძე

“მარ­შებ­ში ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლი­ან ტან­საც­მელს - ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გად არი­ან ნა­ვარ­ჯი­შე­ვი, რად­გან მარ­ტი­ვი არ არის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ, მე­ო­რე და მე­სა­მე აქ­ცი­ა­ზე მიხ­ვი­დე! სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბია!“ - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

  • კა­ლა­ძემ აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ზი­ცი­ე­ბის მშვი­დო­ბი­ან ფორ­მა­ში გა­მო­ხატ­ვა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. მისი თქმით, “არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში “ნაც­მა­ი­და­ნი“ არ შედ­გა“.

“რაც შე­ე­ხე­ბა საფრ­თხე­ებს, წინა წლე­ბიც რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის რამ­დე­ნი მცდე­ლო­ბა იყო. ხან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გვი­წყობ­დნენ რე­ვო­ლუ­ცი­ას, ხან არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, ე.წ. რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი. ახლა უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდნენ და ძა­ლი­ან მწა­რედ მი­ი­ღეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მათ უთხრა - არა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ბო­რო­ტე­ბა, უსა­მარ­თლო­ბა, სის­ხლისღვრა არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა და წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა. ამა­ზე გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლებ­მა ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნეს, მათ შო­რის, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი ჩარ­თეს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში “ნაც­მა­ი­და­ნი“ არ შედ­გა, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის, სის­ხლისღვრის და და­პი­რის­პი­რე­ბის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არა­ვის მივ­ცემთ.

გა­და­ხე­დეთ წინა წლებ­ში რამ­დენ­ჯერ იყო რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ძალა გა­ა­ერ­თი­ა­ნეს და ვნა­ხეთ, რაც ხდე­ბო­და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - კარგად არიან ნავარჯიშევი“ - კახა კალაძე

“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - კარგად არიან ნავარჯიშევი“ - კახა კალაძე

“მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - ვფიქრობ, ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთი საათის განმავლობაში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე! საინტერესო პროცესებია!“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

  • კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ პოზიციების მშვიდობიან ფორმაში გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მისი თქმით, “არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ყველა რესურსი გამოიყენა, თუმცა ქვეყანაში “ნაცმაიდანი“ არ შედგა“.

“რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობოები, ე.წ. რადიკალური დაჯგუფებები. ახლა უკვე ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა - არა, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება და წარსულში დარჩება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში “ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების, სისხლისღვრის და დაპირისპირების მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ.

გადახედეთ წინა წლებში რამდენჯერ იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ ახლა ყველა ძალა გააერთიანეს და ვნახეთ, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.