საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებული მოვლენები შეაფასა.
მან ევროკავშირის საბჭოს უახლესი გადაწყვეტილებები და პროცესებიც შეაჯამა. კობახიძის თქმით, ევროკავშირის საბჭოზე ხუთმა ქვეყანამ, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა. რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.
ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე - “თუ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპმაც ვერ გაამართლა თქვენი იმედები, მერე რას აპირებთ?“, კობახიძემ თელარა გელანტიას მოუწოდა, პოზიტიური მოლოდინები ჰქონოდა.
“რატომ გაქვთ ყველაფერში უარესის იმედი? დაიტოვეთ უკეთესის იმედი. თუ ვერ ვერ გაამართლა, თუ ქვეყანა დაიქცა, თუ “ნაცმოძრაობამ“ “მაიდანი“ მოაწყო... ატომური ბომბი რომ დაგვეცეს, ამ შემთხვევაში რა ხდება? უარესის იმედი გვქონდეს აქაც? თქვენ ხომ გაქვთ უარესის იმედი ყველაფერში,“ - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტ თელარა გელანტიას.
იხილეთ ასევე: