სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი" - სანდრო თვალჭრელიძე
“არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი" - სანდრო თვალჭრელიძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წი­აღ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ორ­თო­დოქ­სუ­ლი ჯგუ­ფის ყვე­ლა­ზე მარ­გი­ნა­ლი პირი შე­არ­ჩი­ეს კან­დი­და­ტად და მერე ყვე­ლამ ერ­თხმად, ფან­ფა­რე­ბით აირ­ჩია, ერთი ადა მარ­შა­ნია წა­ვი­და წი­ნა­აღ­მდეგ, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მას... ეს აჩ­ვე­ნებს ერთ რა­მეს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, უფრო სწო­რად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ხომ მისი კლო­ნე­ბი არი­ან, რა­საც იტყვის ბი­ძი­ნა, იმას აკე­თე­ბენ, არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა. მან და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ძარ­ღვი. მის­თვის ეს არის მასა, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის ფა­სად უნდა მარ­თოს, და როცა ხალ­ხი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ძა­ლი­ან უკ­ვირს, რა­ტომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ამ ღვთი­ურ მეტრს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა და ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. ჩვენ ვნა­ხეთ, რით დას­რულ­და მუ­ა­მარ კა­და­ფის ის­ტო­რია, აგერ, ახლა ვნა­ხეთ, რო­გორ კუ­და­მო­ძუ­ე­ბუ­ლი გა­იქ­ცა სი­რი­ი­დან ბა­შარ ასა­დი. ნუ ჰგო­ნი­ათ მა­გათ, რომ რუ­სე­თი და ბე­ლო­რუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მა­გა­ლი­თად გა­მოდ­გე­ბა. ეგ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ხალ­ხია. ეგ არის ხალ­ხი, რო­მელ­საც დიქ­ტა­ტუ­რა უყ­ვარს”, - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­თა­უ­რით “აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა და ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა...”

“უფრო მე­ტიც, ის­ტო­რი­უ­ლად რუ­სეთ­ში კლავ­დნენ ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წეს, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ლი­ბე­რა­ლუ­რი მარ­თვის მომ­ხრე იყო და სი­კე­თე სურ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ავი­ღოთ თა­ვად შუ­ის­კის მკვლე­ლო­ბა, შემ­დეგ ალექ­სან­დრე მე­ო­რის - რუ­სე­თის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლის, რო­მელ­საც რუ­სე­თის­თვის კონ­სტი­ტუ­ცია მოჰ­ქონ­და; შემ­დეგ, ნი­კო­ლოზ მე­ო­რის დროს, სტო­ლი­პი­ნი მოკ­ლეს და მა­ლე­ვე ნი­კო­ლოზ მე­ო­რეც გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს. რუ­სეთ­ში ყო­ველ­თვის მოს­წონ­დათ ტი­რა­ნე­ბი... და­აკ­ვირ­დით, მარ­თა­ლია, გვახ­სოვს რუ­სეთ­ში ან­ტი­პუ­ტი­ნუ­რი გა­მოს­ვლე­ბი, მაგ­რამ არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მას­შტა­ბუ­რი, რომ მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფენა ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი. ჩვენ­თან კი უკვე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა ამ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა ფენა - და­წყე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი­თა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი მთამ­სვლე­ლე­ბი­თა და ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით. ეს არ არის მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტეს­ტი, რომ­ლე­ბიც ისე­დაც თით­ქმის ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლად არი­ან ხოლ­მე ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სად­მი გან­მსჭვა­ლუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე.

“პრო­ტეს­ტმა მო­იც­ვა რე­გი­ო­ნე­ბიც, ვხე­დავთ, რა ხდე­ბა ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში და ა.შ. ჩვენ ვხე­დავთ ფარ­თო ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას, ამ დროს გა­მო­დის კახა კა­ლა­ძე და აცხა­დებს, რომ თურ­მე ბავ­შვე­ბი არ მი­უშ­ვეს ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ზე­იმ­ზე და მათ ამ ზე­იმ­ში “რა­დი­კა­ლურ­მა, სა­ში­ნელ­მა” ოპო­ზი­ცი­ამ შე­უ­შა­ლა ხელი... ამას­ვე იმე­ო­რებს “ძა­ლი­ან გამ­ჭრი­ა­ხი” ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე. ჯერ ერთი, იქ სად ნა­ხეს ბავ­შვი, მი­ვი­და პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის მცი­რე ნა­წი­ლი და ძა­ლი­ან კარ­გი, რომ ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ, რად­გან რუს­თა­ველ­ზე ყო­ვე­ლი კუ­თხე, ბუჩ­ქი და ფო­თო­ლი მო­წამ­ლუ­ლია ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის “საგ­მი­რო საქ­მე­ე­ბის” გამო. რა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აფ­რქვი­ეს, არა­ვინ იცის. ამა­ზე დიდი ცი­ნიზ­მი არ მი­ნა­ხავს! თურ­მე 14 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც ასე­თი მა­რი­ო­ნე­ტი, უდიპ­ლო­მო პრე­ზი­დენ­ტი შე­მოგ­ვა­ჩე­ჩეს, თურ­მე ნაძ­ვის ხეც უნდა აენ­თოთ იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს უმო­წყა­ლოდ უს­წორ­დე­ბოდ­ნენ სულ ორი­ო­დე დღის წინ. ერთი ანეკ­დო­ტი­სა არ იყოს, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორ და­წერ­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­ზე გა­ზე­თი “საბ­ჭო­თა სპორ­ტი”, რო­გორც ცუდ სპორ­ტსმენ­სა და ცუდ მუ­შა­ზე, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით კი ცუდ სპორ­ტსმენ­სა და ცუდ პრე­ზი­დენტზე - სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის და სა­უ­კე­თე­სო პრე­ზი­დენ­ტი ფეხ­ბურ­თე­ლებ­შიო... რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეგ მაკ­რო­ნის ან ტრამ­პის გვერ­დით?! სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს”, - გა­ნაგ­რძობს რეს­პონ­დენ­ტი.

“არ ვიცი, რა­ტომ სძულს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რა­ტომ აყე­ნებს ასეთ შე­უ­რა­ცხყო­ფას. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ თვი­თო­ნაც ამ­გვა­რი წი­ა­ღი­დან არის გა­მო­სუ­ლი, ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მოკ­ლედ, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მათი პრე­ზი­დენ­ტია და არა ჩვე­ნი. უფრო სწო­რად, ის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­ვე არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტია... არ ვიცი, ხვალ-ზეგ იქ­ნე­ბა თუ ერთ წე­ლი­წად­ში, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქვე­ყა­ნას ეს პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იყ­ვანს ახალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ჩა­მოშ­ლამ­დე. რო­გორც თოვ­ლის უზარ­მა­ზა­რი მასა დნე­ბა, ასე­ვე გაქ­რე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”. მას უკვე შე­მო­ე­ცა­ლა გუ­ლახ­დილ კე­თილ­მო­სურ­ნე­თა დიდი ნა­წი­ლი და მალე ისე­ვე და­იშ­ლე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე და­ი­შა­ლა “მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი” - კი­დევ ერთი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ძალა. ესე­ნი ახლა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რო­ბენ, ეს ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის და­ჟი­ნე­ბაც იმის მტკი­ცე­ბა იყო, რომ რა­საც გვინ­და, იმას გა­ვა­კე­თებ­თო. კი­დევ კარ­გი, ივა­ნიშ­ვილს ეყო ჭკუა, თო­რემ და­ნარ­ჩე­ნე­ბი რომ მი­ეშ­ვა, ალ­ბათ, ისევ დაშ­ლიდ­ნენ აქ­ცი­ას და სპეც­რაზ­მით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი კა­ლა­ძე აან­თებ­და ნაძ­ვის ხეს”, - ამ­ტკი­ცებს ექ­სპერ­ტი.

“რო­დე­საც ამ­გვა­რი რამ ხდე­ბა, რო­დე­საც ხალ­ხს თავ­ზე ლაფს ას­ხა­მენ ამ­გვა­რი ვი­თომ პრე­ზი­დენ­ტით და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვი­თომ რკი­ნის ხე­ლით ცდი­ლო­ბენ, ისეთ თავ­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ეს პრო­ცესს მა­გა­თი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლამ­დე მი­იყ­ვანს. ვი­მე­ო­რებ, ჩემი შე­ფა­სე­ბით, ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ვა­და­ზე ადრე ჩა­ტა­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ჯობს, ეს დრო­ზე გა­ა­კე­თონ, თო­რემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ პი­რებს ცოტა ხან­ში შე­საძ­ლოა ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ და­ედ­გო­მე­ბო­დეთ. არ აპი­რე­ბენ აქ ცხოვ­რე­ბას? არ სურთ დაც­ვის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში გას­ვლა, შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა?! თუ დრო­უ­ლად და ნე­ბით დათ­მო­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ არა­და, ღმერ­თმა ნუ ქნას, პრო­ცე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მი­ვი­დეს, რაც ერთხელ უკვე გა­და­ვი­ტა­ნეთ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლის დროს. კი­დევ კარ­გი, ქარ­თუ­ლი ჯარი ამ პრო­ცეს­ში არ ერე­ვა, მაგ­რამ თუ ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა, ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ჯარ­მა აი­ღოს ხელ­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, იქაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მუხ­ტი და არა მხო­ლოდ და­ბალ ეშე­ლო­ნებ­ში, არა­მედ გე­ნე­რა­ლურ შტაბ­შიც. ეს არის უკი­დუ­რე­სი სცე­ნა­რი... იმე­დია, აქამ­დე საქ­მე არ მივა”, - და­ას­კვნის სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე.

“ჯერ რა სირ­ცხვი­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს იმ­დე­ნად არ ენ­დო­ბი­ან, მაკ­რო­ნის მი­მარ­თვას ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი თვი­თონ ფრან­გებ­მა და­ურ­თეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს თარ­გმა­ნი მა­ინც ვერ ასა­ხავს მაკ­რო­ნის სი­ტყვე­ბის სი­ნა­ტი­ფეს. მე კარ­გად ვიცი ფრან­გუ­ლი და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქარ­თულ თარ­გმან­ში გა­და­ტა­ნი­ლი იყო მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის, ასე ვთქვათ, ზე­და­პი­რი, ხოლო შიდა შრე­ე­ბი, მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, ნი­უ­ან­სე­ბი, დე­ტა­ლე­ბი, ლა­პა­რა­კის კილო ვერ გა­და­ი­თარ­გმნა. მაკ­რო­ნის სი­ტყვა გა­ცი­ლე­ბით ხის­ტი იყო, ვიდ­რე მშრა­ლი თარ­გმა­ნი ასა­ხავს, უფრო დამ­ცი­ნა­ვიც კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით, ვიდ­რე ეს ჩანს თარ­გმან­ში. მაკ­რო­ნის გა­სუ­ლი კვი­რის მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­კითხს გა­მოვ­ყოფ: პირ­ვე­ლი - სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რომ ის ელა­პა­რა­კა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და არა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. ამით გა­მოჩ­ნდა, რომ მის­თვის პრე­მი­ე­რი კო­ბა­ხი­ძე მა­რი­ო­ნე­ტია და არ მი­აჩ­ნია ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლად. სა­მა­გი­ე­როდ, ის ელა­პა­რა­კა პირს, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლია. მთა­ვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა კი ის იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს მთავ­რო­ბა და რომ ქვე­ყა­ნას ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რი მარ­თავს; მე­ო­რე - ჩვენ არ ვი­ცით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სა­უბ­რის სრუ­ლი ში­ნა­არ­სი. ჩვენ ვი­ცით სულ რა­ღაც 3-3-წუ­თი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ფრან­გებ­მა და ქარ­თვე­ლებ­მა, არა­და, სა­უ­ბა­რი თით­ქმის ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და; მე­სა­მე - რა­ტომ და­რე­კა მა­ინ­ცდა­მა­ინც მაკ­რონ­მა”, - გან­მარ­ტავს რეს­პონ­დენ­ტი.

“ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა და მაკ­რო­ნი ელა­პა­რა­კა თა­ვი­სი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს; მე­ო­თხე - მის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში იყო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნებ­ზე, რა­ზეც მან, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ილა­პა­რა­კა ივა­ნიშ­ვილ­თან. თუ მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, მას შემ­დეგ, რაც მაკ­რო­ნი ელა­პა­რა­კა ივა­ნიშ­ვილს, კო­ბა­ხი­ძეს ბრი­ფინ­გე­ბი აღარ გა­უ­მარ­თავს, სამი დღე დუმ­და, მერე გა­მო­ვი­და და რა­ღა­ცე­ბი ილა­პა­რა­კა, მაგ­რამ მე მის სა­უ­ბარ­ში დიდი რიხი ვე­ღარ და­ვი­ნა­ხე. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი შე­იძ­ლე­ბა უკეთ გა­მო­იკ­ვე­თოს. თუ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყდეს და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მყი­სი­ე­რად გა­ნი­მუხ­ტოს. თუ ვერ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, მაკ­რონ­მა პირ­და­პირ უთხრა ბი­ძი­ნას, ნუ აიყ­ვან მძევ­ლად ქვე­ყა­ნას შენი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლა­დო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ იმოქ­მე­დებს ევ­რო­პა, ჩემი აზ­რით, იან­ვრის ბო­ლომ­დე ძა­ლი­ან ხის­ტი ზო­მე­ბი არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ვიდ­რე ტრამ­პთან არ ჩა­ტარ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი”, - თვლის ექ­სპერ­ტი.

“ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ, კა­ნა­და, ევ­რო­პა, ასე­ვე ია­პო­ნი­აც იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი სი­ნერ­გი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბით. ის, რომ ზე­მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა მე­ტად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ხის­ტი, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, მაგ­რამ არა დღეს­ვე... აგერ, ამე­რი­კამ და­უ­წე­სა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვა 20 პირს, მათ შო­რის არი­ან მი­ნის­ტრე­ბი­ცო, მაგ­რამ ეს მა­ინც ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის სან­ქცი­ე­ბია, ყვე­ლა ელო­დე­ბა თეთ­რი სახ­ლის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და მის ნა­ბი­ჯებს, რა­საც უკვე იან­ვრის ბო­ლოს ვნა­ხავთ. ჩემი აზ­რით, ჩა­ტარ­დე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი კვლე­ვა და ზო­გი­ერ­თი პი­რის, გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, სა­ზღვარ­გა­რე­თულ ან­გა­რი­შებს გა­ყი­ნა­ვენ. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არ გა­უქ­მდე­ბა, რად­გან ეს იმოქ­მე­დებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ახლა დგა­ნან რუს­თა­ველ­ზე. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა. ამათ რომ უს­მი­ნო, დო­ნალდ ტრამპს “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე” ფიქ­რით არ სძი­ნავს. ის გა­ა­კე­თებს იმას, რა­საც მრჩევ­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ და რა­ზეც ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან მო­ი­ლა­პა­რა­კებს. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, მერ­წმუ­ნეთ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” კარ­გს არა­ფერს უნდა ელო­დოს”, - ამ­ბობს სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე.

“მი­უ­ხე­და­ვად კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რად­გან ჩვე­ნი გზა სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბის გზაა! იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ტრი­ა­ლებს, აქვს ერთი ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი - სწო­რედ ასეთ ბრძო­ლა­ში იჩე­კე­ბა და შემ­დეგ ხორცს ის­ხამს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც დღეს გა­ცი­ლე­ბით უფრო გამ­ჭრი­ა­ხი და მძლავ­რია. დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი არ არი­ან მთა­ვარ როლ­ში. რაც მთა­ვა­რია, იმ ხალ­ხს, ვინც პრო­ტესტს აცხა­დებს, ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არა აქვს. ეს ხალ­ხი დარ­ჩე­ბა ამომ­რჩევ­ლად და შემ­დგომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ზუს­ტად ასე­ვე მო­ექ­ცე­ვა, რო­გორც ახლა ექ­ცე­ვა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, თუ ის შეც­დო­მებს და­უშ­ვებს. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იყო, რომ მან გა­და­წყვი­ტა შე­ე­ზღუ­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბად მო­ე­ნათ­ლა. ეს იყო საკ­რა­ლუ­რი, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლო შეც­დო­მა, რა­საც ეს პარ­ტია კრა­ხის­კენ მიჰ­ყავს”, - დას­ძენს სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

“არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი" - სანდრო თვალჭრელიძე

“არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი" - სანდრო თვალჭრელიძე

“ქართული ოცნების” წიაღში არსებული ყველაზე ორთოდოქსული ჯგუფის ყველაზე მარგინალი პირი შეარჩიეს კანდიდატად და მერე ყველამ ერთხმად, ფანფარებით აირჩია, ერთი ადა მარშანია წავიდა წინააღმდეგ, რისთვისაც მადლობა მას... ეს აჩვენებს ერთ რამეს - ხელისუფლებისთვის, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილისთვის, დანარჩენები ხომ მისი კლონები არიან, რასაც იტყვის ბიძინა, იმას აკეთებენ, არ არსებობს საქართველოს მოსახლეობა. მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის ძარღვი. მისთვის ეს არის მასა, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა მართოს, და როცა ხალხი ეწინააღმდეგება, ძალიან უკვირს, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ ღვთიურ მეტრს. აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ვნახეთ, რით დასრულდა მუამარ კადაფის ისტორია, აგერ, ახლა ვნახეთ, როგორ კუდამოძუებული გაიქცა სირიიდან ბაშარ ასადი. ნუ ჰგონიათ მაგათ, რომ რუსეთი და ბელორუსი საქართველოსთვის მაგალითად გამოდგება. ეგ აბსოლუტურად სხვა ხალხია. ეგ არის ხალხი, რომელსაც დიქტატურა უყვარს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა...”

“უფრო მეტიც, ისტორიულად რუსეთში კლავდნენ ყველა იმ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც შედარებით ლიბერალური მართვის მომხრე იყო და სიკეთე სურდა საზოგადოებისთვის. ავიღოთ თავად შუისკის მკვლელობა, შემდეგ ალექსანდრე მეორის - რუსეთის განმათავისუფლებლის, რომელსაც რუსეთისთვის კონსტიტუცია მოჰქონდა; შემდეგ, ნიკოლოზ მეორის დროს, სტოლიპინი მოკლეს და მალევე ნიკოლოზ მეორეც გამოასალმეს სიცოცხლეს. რუსეთში ყოველთვის მოსწონდათ ტირანები... დააკვირდით, მართალია, გვახსოვს რუსეთში ანტიპუტინური გამოსვლები, მაგრამ არასდროს ყოფილა ისეთი მასშტაბური, რომ მასში საზოგადოების ყველა ფენა ყოფილიყო ჩართული. ჩვენთან კი უკვე მთელი საზოგადოებაა ამ საპროტესტო მოძრაობაში ჩართული, ყველა ფენა - დაწყებული ხელოვანებითა და საჯარო მოხელეებით, დასრულებული მთამსვლელებითა და ფეხბურთის გულშემატკივრებით. ეს არ არის მხოლოდ ინტელექტუალი ადამიანების პროტესტი, რომლებიც ისედაც თითქმის ყოველთვის კრიტიკულად არიან ხოლმე ძალაუფლებისადმი განმსჭვალული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“პროტესტმა მოიცვა რეგიონებიც, ვხედავთ, რა ხდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ. ჩვენ ვხედავთ ფართო ერთსულოვნებას, ამ დროს გამოდის კახა კალაძე და აცხადებს, რომ თურმე ბავშვები არ მიუშვეს ნაძვის ხის ანთების ზეიმზე და მათ ამ ზეიმში “რადიკალურმა, საშინელმა” ოპოზიციამ შეუშალა ხელი... ამასვე იმეორებს “ძალიან გამჭრიახი” ირაკლი კობახიძე. ჯერ ერთი, იქ სად ნახეს ბავშვი, მივიდა პარტიული აქტივის მცირე ნაწილი და ძალიან კარგი, რომ ბავშვები არ იყვნენ, რადგან რუსთაველზე ყოველი კუთხე, ბუჩქი და ფოთოლი მოწამლულია ჩვენი ხელისუფლების “საგმირო საქმეების” გამო. რა ქიმიური ნივთიერებები აფრქვიეს, არავინ იცის. ამაზე დიდი ცინიზმი არ მინახავს! თურმე 14 დეკემბერს, როდესაც ასეთი მარიონეტი, უდიპლომო პრეზიდენტი შემოგვაჩეჩეს, თურმე ნაძვის ხეც უნდა აენთოთ იქ, სადაც ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სულ ორიოდე დღის წინ. ერთი ანეკდოტისა არ იყოს, წარმოვიდგინოთ, როგორ დაწერდა ყაველაშვილზე გაზეთი “საბჭოთა სპორტი”, როგორც ცუდ სპორტსმენსა და ცუდ მუშაზე, დღევანდელი მონაცემებით კი ცუდ სპორტსმენსა და ცუდ პრეზიდენტზე - საუკეთესო ფეხბურთელი პრეზიდენტებს შორის და საუკეთესო პრეზიდენტი ფეხბურთელებშიო... როგორ წარმოგიდგენიათ ეგ მაკრონის ან ტრამპის გვერდით?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ამგვარი წიაღიდან არის გამოსული, ტრავმირებული ადამიანია. მოკლედ, ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი. უფრო სწორად, ის არალეგიტიმური ხელისუფლების ასევე არალეგიტიმური პრეზიდენტია... არ ვიცი, ხვალ-ზეგ იქნება თუ ერთ წელიწადში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანას ეს პროტესტი აუცილებლად მიიყვანს ახალ არჩევნებამდე და “ქართული ოცნების” ჩამოშლამდე. როგორც თოვლის უზარმაზარი მასა დნება, ასევე გაქრება “ქართული ოცნება”. მას უკვე შემოეცალა გულახდილ კეთილმოსურნეთა დიდი ნაწილი და მალე ისევე დაიშლება, როგორც თავის დროზე დაიშალა “მოქალაქეთა კავშირი” - კიდევ ერთი ძალაუფლებაზე მიჯაჭვული ძალა. ესენი ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ეს ნაძვის ხის ანთების დაჟინებაც იმის მტკიცება იყო, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. კიდევ კარგი, ივანიშვილს ეყო ჭკუა, თორემ დანარჩენები რომ მიეშვა, ალბათ, ისევ დაშლიდნენ აქციას და სპეცრაზმით გარშემორტყმული კალაძე აანთებდა ნაძვის ხეს”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“როდესაც ამგვარი რამ ხდება, როდესაც ხალხს თავზე ლაფს ასხამენ ამგვარი ვითომ პრეზიდენტით და ძალაუფლების შენარჩუნებას ვითომ რკინის ხელით ცდილობენ, ისეთ თავმოყვარე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს პროცესს მაგათი ძალაუფლების ჩამოშლამდე მიიყვანს. ვიმეორებ, ჩემი შეფასებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება გარდაუვალია. ჯობს, ეს დროზე გააკეთონ, თორემ ხელისუფლებაში მყოფ პირებს ცოტა ხანში შესაძლოა ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდეთ. არ აპირებენ აქ ცხოვრებას? არ სურთ დაცვის გარეშე ქუჩაში გასვლა, შვილების, შვილიშვილების გასეირნება?! თუ დროულად და ნებით დათმობენ ძალაუფლებას, კარგი იქნება, თუ არადა, ღმერთმა ნუ ქნას, პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, რაც ერთხელ უკვე გადავიტანეთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოშლის დროს. კიდევ კარგი, ქართული ჯარი ამ პროცესში არ ერევა, მაგრამ თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ვფიქრობ, შეიძლება სწორედ ჯარმა აიღოს ხელში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა. ჩემი შეფასებით, იქაც ძალიან მაღალია უკმაყოფილების მუხტი და არა მხოლოდ დაბალ ეშელონებში, არამედ გენერალურ შტაბშიც. ეს არის უკიდურესი სცენარი... იმედია, აქამდე საქმე არ მივა”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ჯერ რა სირცხვილია, რომ ხელისუფლების განცხადებებს იმდენად არ ენდობიან, მაკრონის მიმართვას ქართული თარგმანი თვითონ ფრანგებმა დაურთეს. მიუხედავად ამისა, ეს თარგმანი მაინც ვერ ასახავს მაკრონის სიტყვების სინატიფეს. მე კარგად ვიცი ფრანგული და შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ თარგმანში გადატანილი იყო მისი განცხადებების, ასე ვთქვათ, ზედაპირი, ხოლო შიდა შრეები, მინიშნებები, ნიუანსები, დეტალები, ლაპარაკის კილო ვერ გადაითარგმნა. მაკრონის სიტყვა გაცილებით ხისტი იყო, ვიდრე მშრალი თარგმანი ასახავს, უფრო დამცინავიც კი ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ვიდრე ეს ჩანს თარგმანში. მაკრონის გასული კვირის მოქმედებებიდან რამდენიმე საკითხს გამოვყოფ: პირველი - საინტერესო იყო, რომ ის ელაპარაკა ბიძინა ივანიშვილს და არა პრემიერ-მინისტრს. ამით გამოჩნდა, რომ მისთვის პრემიერი კობახიძე მარიონეტია და არ მიაჩნია ლეგიტიმურად არჩეულად. სამაგიეროდ, ის ელაპარაკა პირს, რომელიც ფაქტობრივი მმართველია. მთავარი მინიშნება კი ის იყო, რომ საქართველოში არ არსებობს მთავრობა და რომ ქვეყანას ერთპიროვნული ლიდერი მართავს; მეორე - ჩვენ არ ვიცით, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის სრული შინაარსი. ჩვენ ვიცით სულ რაღაც 3-3-წუთიანი მონაკვეთები, რაც გამოაქვეყნეს ფრანგებმა და ქართველებმა, არადა, საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა; მესამე - რატომ დარეკა მაინცდამაინც მაკრონმა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და მაკრონი ელაპარაკა თავისი ქვეყნის მოქალაქეს; მეოთხე - მის ვიდეომიმართვაში იყო მინიშნებები კონკრეტულ მოთხოვნებზე, რაზეც მან, დიდი ალბათობით, ილაპარაკა ივანიშვილთან. თუ მიაქციეთ ყურადღება, მას შემდეგ, რაც მაკრონი ელაპარაკა ივანიშვილს, კობახიძეს ბრიფინგები აღარ გაუმართავს, სამი დღე დუმდა, მერე გამოვიდა და რაღაცები ილაპარაკა, მაგრამ მე მის საუბარში დიდი რიხი ვეღარ დავინახე. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რაღაც-რაღაცები შეიძლება უკეთ გამოიკვეთოს. თუ მოილაპარაკეს, არჩევნების საკითხი შეიძლება გადაწყდეს და შექმნილი ვითარება მყისიერად განიმუხტოს. თუ ვერ მოილაპარაკეს, ძალიან ცუდი იქნება. ვფიქრობ, მაკრონმა პირდაპირ უთხრა ბიძინას, ნუ აიყვან მძევლად ქვეყანას შენი პირადი პრობლემების გადასაჭრელადო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ევროპა, ჩემი აზრით, იანვრის ბოლომდე ძალიან ხისტი ზომები არ იქნება მიღებული, ვიდრე ტრამპთან არ ჩატარდება კონსულტაციები”, - თვლის ექსპერტი.

“ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით აშშ, კანადა, ევროპა, ასევე იაპონიაც იქნებიან ჩართული სინერგიული ზემოქმედებით. ის, რომ ზემოქმედება იქნება მეტად მოულოდნელი და ხისტი, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არა დღესვე... აგერ, ამერიკამ დაუწესა სავიზო შეზღუდვა 20 პირს, მათ შორის არიან მინისტრებიცო, მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირე ზომის სანქციებია, ყველა ელოდება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას და მის ნაბიჯებს, რასაც უკვე იანვრის ბოლოს ვნახავთ. ჩემი აზრით, ჩატარდება ძალიან კარგი კვლევა და ზოგიერთი პირის, გვარს არ დავასახელებ, საზღვარგარეთულ ანგარიშებს გაყინავენ. ეს იქნება ყველაზე ქმედითი ნაბიჯი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება, რადგან ეს იმოქმედებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ახლა დგანან რუსთაველზე. ვიმეორებ, ყველაზე კარგი იქნება კონკრეტული პირებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება. ამათ რომ უსმინო, დონალდ ტრამპს “ქართულ ოცნებაზე” ფიქრით არ სძინავს. ის გააკეთებს იმას, რასაც მრჩევლები ურჩევენ და რაზეც ევროპელ კოლეგებთან მოილაპარაკებს. ამის გათვალისწინებით კი, მერწმუნეთ, “ქართული ოცნება” კარგს არაფერს უნდა ელოდოს”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“მიუხედავად კრიტიკული ვითარებისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი გზა საბოლოოდ გამარჯვების გზაა! იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, აქვს ერთი ძალიან პოზიტიური მახასიათებელი - სწორედ ასეთ ბრძოლაში იჩეკება და შემდეგ ხორცს ისხამს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღეს გაცილებით უფრო გამჭრიახი და მძლავრია. დღეს პოლიტიკური ლიდერები არ არიან მთავარ როლში. რაც მთავარია, იმ ხალხს, ვინც პროტესტს აცხადებს, ძალაუფლებაზე პრეტენზია არა აქვს. ეს ხალხი დარჩება ამომრჩევლად და შემდგომ ხელისუფლებასაც ზუსტად ასევე მოექცევა, როგორც ახლა ექცევა “ქართულ ოცნებას”, თუ ის შეცდომებს დაუშვებს. “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ მან გადაწყვიტა შეეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო მოძრაობის წევრები უცხოეთის აგენტებად მოენათლა. ეს იყო საკრალური, გამოუსწორებელო შეცდომა, რასაც ეს პარტია კრახისკენ მიჰყავს”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე. წაიკითხეთ სრულად