საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ... ფორმალურად გაგვაცნეს ის დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია“ - გურამ როგავა
“18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ... ფორმალურად გაგვაცნეს ის დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია“ - გურამ როგავა

“დღეს, უბ­რა­ლოდ, ფორ­მა­ლუ­რად გაგ­ვაც­ნეს დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია - 18 დღე გა­ვი­და და ჯერ არა­ვინ გა­მო­უ­კი­თხავთ“, - ამის შე­სა­ხებ “ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტმა, გუ­რამ რო­გა­ვამ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გა­ვას თქმით, მას შემ­დეგ, რაც მან მო­ი­კი­თხა ამო­ი­ღო თუ არა უწყე­ბამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, პა­სუ­ხი იყო, რომ “გა­მო­თხო­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს“.

“დღეს, უბ­რა­ლოდ, ფორ­მა­ლუ­რად გაგ­ვაც­ნეს ის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია. მა­ნამ­დე, გა­მო­კი­თხვა­ზე ყვე­ლა კი­თხვა და­ის­ვა. ყუ­რა­დღე­ბა ბოლო ეპი­ზოდ­მა მი­იქ­ცია, მაგ­რამ მა­ნამ­დეც იყო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც ჩვენს ოპე­რა­ტორს, ჯონი ბა­კუ­რი­ძეს ყელ­ში უჭერ­დნენ და აპა­რა­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნეს.

კი, ფორ­მა­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ დღეს პრო­ტეს­ტი გა­მიჩ­ნდა - მა­გა­ლი­თად, ვინ გა­მოჰ­კი­თხეთ? - 18 დღე გა­ვი­და და ჯერ არა­ვინ გა­მო­უ­კი­თხავთ. ვი­კი­თხე - სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი თუ ამო­ი­ღეთ? მე თა­ვი­დან­ვე, პირ­ველ დღეს რომ გა­მომ­კი­თხეს, გა­მომ­ძი­ე­ბელს ხაზ­გას­მით ვუ­თხა­რი, რომ იქ უამ­რა­ვი კა­მე­რაა, გარ­და შსს-ს კუთ­ვნი­ლი კა­მე­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც რუს­თა­ველ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბი­საა. კადრში ჩანს, რომ გარ­ბის და ტე­რი­ტო­რი­ას ტო­ვებს. იქ კი უკე­თია ნი­ღა­ბი, მაგ­რამ რომ გა­იქ­ცა იქ­ნებ, მო­იხ­სნა, ვის შე­უ­ერ­თდა და ა.შ. პა­სუ­ხი იყო, რომ გა­მო­თხო­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ალ­ბათ, ამას წლე­ბის შემ­დე­გაც იტყვი­ან.

ვკი­თხე, შე­გიძ­ლი­ათ მი­თხრათ თა­რი­ღი, რო­დის მო­ი­თხო­ვეთ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბა - მეთ­ქი? მა­გა­ლი­თად, რო­დის მი­მარ­თეთ შსს-თქო. პა­სუ­ხი იყო, რომ არ ახ­სოვს“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ რო­გა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტი, გუ­რამ რო­გა­ვა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო. ის უწყე­ბა­ში 15:00 სა­ათ­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ჟურ­ნა­ლის­ტი გუ­რამ რო­გა­ვა 29 ნო­ემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­შავ­და.

  • გუ­რამ რო­გა­ვა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი აქ­ცი­ი­დან

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

“18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ... ფორმალურად გაგვაცნეს ის დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია“ - გურამ როგავა

“18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ... ფორმალურად გაგვაცნეს ის დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია“ - გურამ როგავა

“დღეს, უბრალოდ, ფორმალურად გაგვაცნეს დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია - 18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ“, - ამის შესახებ “ფორმულას“ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგავას თქმით, მას შემდეგ, რაც მან მოიკითხა ამოიღო თუ არა უწყებამ რუსთაველის გამზირზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერები, პასუხი იყო, რომ “გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს“.

“დღეს, უბრალოდ, ფორმალურად გაგვაცნეს ის დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია. მანამდე, გამოკითხვაზე ყველა კითხვა დაისვა. ყურადღება ბოლო ეპიზოდმა მიიქცია, მაგრამ მანამდეც იყო ძალადობის ფაქტები, როდესაც ჩვენს ოპერატორს, ჯონი ბაკურიძეს ყელში უჭერდნენ და აპარატურა დააზიანეს.

კი, ფორმალურად გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დღეს პროტესტი გამიჩნდა - მაგალითად, ვინ გამოჰკითხეთ? - 18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ. ვიკითხე - სათვალთვალო კამერების ჩანაწერები თუ ამოიღეთ? მე თავიდანვე, პირველ დღეს რომ გამომკითხეს, გამომძიებელს ხაზგასმით ვუთხარი, რომ იქ უამრავი კამერაა, გარდა შსს-ს კუთვნილი კამერებისა, რომელიც რუსთაველზე უპრეცედენტო რაოდენობისაა. კადრში ჩანს, რომ გარბის და ტერიტორიას ტოვებს. იქ კი უკეთია ნიღაბი, მაგრამ რომ გაიქცა იქნებ, მოიხსნა, ვის შეუერთდა და ა.შ. პასუხი იყო, რომ გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს. ალბათ, ამას წლების შემდეგაც იტყვიან.

ვკითხე, შეგიძლიათ მითხრათ თარიღი, როდის მოითხოვეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება - მეთქი? მაგალითად, როდის მიმართეთ შსს-თქო. პასუხი იყო, რომ არ ახსოვს“, - განაცხადა გურამ როგავამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. ის უწყებაში 15:00 საათზე იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

  • გურამ როგავაზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები აქციიდან

იხილეთ ასევე: