საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ

კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი და კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო მარშს მარ­თა­ვენ. ხე­ლო­ვა­ნებ­მა მსვლე­ლო­ბა კი­ნო­თე­ატრ “აპო­ლო­დან“ და­ი­წყეს.


მათ ხელ­ში უჭი­რავთ ბა­ნე­რი: “სა­ქარ­თვე­ლო ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია“.


  • მსა­ხი­ო­ბე­ბი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ და­კა­ვე­ბულ კო­ლე­გებს, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე­სა და ონი­სე ცხა­და­ძეს და მო­ი­თხო­ვენ, რომ და­ი­ნიშ­ნოს ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. რო­გორც მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­ლო­ვა­ნე­ბის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობს.

საპ­რო­ტეს­ტო მარ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ დას­რულ­დე­ბა.


  • ამავდრო­უ­ლად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მე­მო­რი­ა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მი­დანპარ­ლა­მენ­ტის­კენ მსვლე­ლო­ბას მარ­თა­ვენ ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან: მწერ­ლე­ბი, რე­დაქ­ტო­რე­ბი, გა­მომ­ცემ­ლე­ბი, წიგ­ნის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, ბუ­კი­ნის­ტე­ბი და პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან აქვთ კავ­ში­რი.


ისი­ნი გეგ­მა­ვენ, რომ მსვლე­ლო­ბი­სას შე­ჩერ­დნენ გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მე­მო­რი­ა­ლურ სახლ-მუ­ზე­უმ­თან, სა­დაც თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას გა­აჟ­ღე­რე­ბენ. სა­ბო­ლო­ოდ კი, ისი­ნი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან აქვთ ტრან­სპა­რან­ტე­ბი წარ­წე­რე­ბით: “ილი­ას გზას ვერ გა­ამ­რუ­დებთ!“, “თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად წიგ­ნი უკე­თე­სი ია­რა­ღია, ვიდ­რე არ­მია“, “ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა - არ­ცერ­თს არ დავ­თმობთ!“

მათ თან აქვთ ევ­რო­კავ­ში­რის და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბიც. რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, “ძალა ერ­თო­ბა­შია“ და სწო­რედ, ერ­თად უნდა შეძ­ლონ, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა.


“ამ ქვე­ყა­ნა­ში უნდა დას­რულ­დეს, იმ უსა­მარ­თლო­ბე­ბის ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­შია და რო­მე­ლიც “დაგ­ვირ­გვინ­და“ იმით, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­უ­წყო“, - აღ­ნიშ­ნა მწე­რალ­მა, პა­ა­ტა შა­მუ­გი­ამ.


მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლია. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ “და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, და­უბ­რუნ­დეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­პულ სა­გა­რეო კურსს და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი”.


ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 28 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს. მათი მო­თხოვ­ნა უც­ვლე­ლია - და­ი­ნიშ­ნოს ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პრო­ტეს­ტის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ

კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები საპროტესტო მარშს მართავენ. ხელოვანებმა მსვლელობა კინოთეატრ “აპოლოდან“ დაიწყეს.


მათ ხელში უჭირავთ ბანერი: “საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია“.


  • მსახიობები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ კოლეგებს, ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს და მოითხოვენ, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლება ხელოვანების დაშინებას ცდილობს.

საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდება.


  • ამავდროულად, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები

საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან: მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი.


ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: “ილიას გზას ვერ გაამრუდებთ!“, “თავისუფლების დასაცავად წიგნი უკეთესი იარაღია, ვიდრე არმია“, “ენა, მამული, სარწმუნოება - არცერთს არ დავთმობთ!“

მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ძალა ერთობაშია“ და სწორედ, ერთად უნდა შეძლონ, მიზნების მიღწევა.


“ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, იმ უსამართლობების ჯაჭვი, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ ქვეყანაშია და რომელიც “დაგვირგვინდა“ იმით, რომ საკუთარ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო გადატრიალება მოუწყო“, - აღნიშნა მწერალმა, პაატა შამუგიამ.


მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ “დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.


ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.


იხილეთ ასევე: