მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციას მიენიჭა პრევენციული დაკავების უფლება, ასევე გაიზარდა ჯარიმები რიგ დარღვევებზე - რა ცვლილებებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
პოლიციას მიენიჭა პრევენციული დაკავების უფლება, ასევე გაიზარდა ჯარიმები რიგ დარღვევებზე - რა ცვლილებებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რის, ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 13 დე­კემ­ბერს,“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ მე­სა­მე მოს­მე­ნით შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი გა­ფარ­თოვ­და.

ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე, გამ­კაცრ­და სან­ქცია ბევრ ისეთ მუხ­ლზე, რო­მე­ლიც შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­სა­ზღუ­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხოლ­მე.

"რო­გორ შე­ზღუ­და შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით:

1. თუ მძღო­ლე­ბი პრო­ტესტს მსვლე­ლო­ბით უერ­თდე­ბი­ან და პო­ლი­ცი­ამ ჩათ­ვა­ლა, რომ ამით ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა ფერ­ხდე­ბა, მძღო­ლი 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა და თან 1 წლით მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თმე­ვა;

2. საპ­რო­ტეს­ტო სტენ­სი­ლის/წარ­წე­რის/პლა­კა­ტის უნე­ბარ­თვოდ გან­თავ­სე­ბა ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის ჯა­რი­მა 50 ლა­რი­დან 1000 ლა­რამ­დე გა­ზარ­და.

3. თუ აქ­ცი­ი­სას გზა გა­და­ი­კე­ტა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ ჩათ­ვა­ლა, რომ გზის გა­და­სა­კე­ტად საკ­მა­რი­სი ხალ­ხი არ არის, ყვე­ლას და­ჯა­რი­მე­ბას შეძ­ლებს 5000 ლა­რით (აქამ­დე ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 500 ლარი იყო). ხოლო ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად თუ მი­იჩ­ნია, მის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მა 15 000 ლარი იქ­ნე­ბა (აქამ­დე 5000 ლარი იყო). ეს წესი ვრცელ­დე­ბა „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა­ზეც, მათ შო­რის, შე­ნო­ბე­ბის შე­სას­ვლე­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა­ზე. ასე­ვე, ჯა­რი­მის ნაც­ვლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 15 დღემ­დე;

4. აქ­ცი­ა­ზე პი­რო­ტექ­ნი­კით ყოფ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მოხ­და თუ არა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 5000 ლა­რით, თუ ჩა­ით­ვა­ლა, რომ ეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფორ­მი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, მა­შინ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი 15000 ლა­რით შე­იძ­ლე­ბა და­ჯა­რიმ­დეს. ჯა­რი­მის ნაც­ვლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბაც;

5. აქ­ცი­ა­ზე ლა­ზე­რუ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის ან/და მკვეთ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის მქო­ნე ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბის ქონა" რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­შა­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას ან/და მათ სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას - გა­მო­იწ­ვევს 2000 ლა­რი­ან ჯა­რი­მას;

6. სა­ხის ნიღ­ბით ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით და­ფარ­ვა - გა­მო­იწ­ვევს 2000 ლა­რი­ან ჯა­რი­მას;

7. თუ არას­რულ­წლო­ვა­ნი აქ­ცი­ა­ზე 173-ე მუხ­ლის (პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა) ჩამ­დე­ნად მი­იჩ­ნი­ეს, მის მშო­ბელ­საც და­ა­ჯა­რი­მე­ბენ შვი­ლის კარ­გად ვერ აღ­ზრდის­თვის. ჯა­რი­მა 100-დან 300 ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა.

8. და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლებს ასე­ვე და­ე­მა­ტა პრე­ვენ­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბა. ანუ თუ პირს ადრე აქვს ჩა­დე­ნი­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, პო­ლი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ივა­რა­უ­დოს, რომ კი­დევ ჩა­ი­დენს დარ­ღვე­ვას და ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვოს;

9. პირი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მი­იყ­ვა­ნონ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თა­ვად უარს ამ­ბობს თუ არა მის­ვლა­ზე. ამ სა­ფუძ­ვლით პო­ლი­ცი­ას მა­ში­ნაც შე­უძ­ლია და­ა­კა­ვოს პირი, თუ სა­სა­მარ­თლო­ში ჯერ სა­ერ­თოდ არ არის საქ­მე შე­ტა­ნი­ლი;10. ამა­ვე სა­ფუძ­ვლე­ბით ნე­ბა­დარ­თუ­ლი გახ­და პი­რა­დი გა­სინ­ჯვა, ნივ­თე­ბის გა­სინ­ჯვა და ნივ­თე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. ამ ყვე­ლაფ­რის გა­ფუ­ჭე­ბა ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ მო­ა­ხერ­ხა მხო­ლოდ 9 დღე­ში" - წერს ქურ­დო­ვა­ნი­ძე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

პოლიციას მიენიჭა პრევენციული დაკავების უფლება, ასევე გაიზარდა ჯარიმები რიგ დარღვევებზე - რა ცვლილებებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

პოლიციას მიენიჭა პრევენციული დაკავების უფლება, ასევე გაიზარდა ჯარიმები რიგ დარღვევებზე - რა ცვლილებებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 13 დეკემბერს,“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

"როგორ შეზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება "ქართულმა ოცნებამ" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით:

1. თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა;

2. საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზარდა.

3. თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს 5000 ლარით (აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო). ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარი იქნება (აქამდე 5000 ლარი იყო). ეს წესი ვრცელდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევაზეც, მათ შორის, შენობების შესასვლელების ბლოკირებაზე. ასევე, ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;

4. აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც;

5. აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა,, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას - გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

6. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა - გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

7. თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩამდენად მიიჩნიეს, მის მშობელსაც დააჯარიმებენ შვილის კარგად ვერ აღზრდისთვის. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

8. დაკავების საფუძვლებს ასევე დაემატა პრევენციული დაკავება. ანუ თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს;

9. პირი ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი;10. ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ამ ყველაფრის გაფუჭება ქართულმა ოცნებამ მოახერხა მხოლოდ 9 დღეში" - წერს ქურდოვანიძე.

ნახეთ ასევე: