ავტორი:

ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ - კადრები თბილისის ყველაზე ხმაურიანი წერტილიდან

ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ - კადრები თბილისის ყველაზე ხმაურიანი წერტილიდან

ვეტერინარები და ცხოველების მოყვარულები პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ სტვენითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “წადით, წადით!“, “საქართველო, საქართველო!“.

  • გარდა ამისა, მარშის მონაწილეებს თან ჰყავთ შინაური ცხოველები. გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “ვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრების გათავისუფლებას!“, “ვეტერინარები მოვითხოვთ ევროპულ მომავალს!“.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე გზა აქვთ გადაკეტილი.

მანამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ მსვლელობები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

  • ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/IPN

იხილეთ ასევე: