ავტორი:

"თუ "რეალი" და "ბარსელონა" ერთიანდებიან, საქართველოც გაერთიანდება" - "მოსისხლე" კლუბების ქართველი ქომაგების ერთიანი საპროტესტო მსვლელობა

"თუ "რეალი" და "ბარსელონა" ერთიანდებიან, საქართველოც გაერთიანდება" - "მოსისხლე" კლუბების ქართველი ქომაგების ერთიანი საპროტესტო მსვლელობა

მსოფლიოში ყველაზე დაპირისპირებული გუნდების "რეალისა" და "ბარსელონას" ქართველო ქომაგი დღეს გაერთიანდა და ისინი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან მარშით რუსთაველისკენ მიემართებიან.

ისინი ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ.

"ერთმანეთი გვეზიზღება, მაგრამ თქვენ უფრო მეტად გვეზიზღებით", - ასეთი ბანერით მივიდა აქციაზე ერთ-ერთი ქომაგი და მმართველ ძალას სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ითხოვენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, “რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად ართმევს”.

“ქვეყნის სიყვარულს შეუძლია საუკუნოვანი დაპირისპირებული ფანებიც კი გააერთიანოს. ერთად ვდგავართ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის უკეთეს მომავალს, რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად გვართმევს”, - განაცხადა აქციის მონაწილე აბელი მაისურაძემ.

ამასთან, აქციის კიდევ ერთი მონაწილის, სალომე წულაიას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა - ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება. ამ დროისთვის მარჯანიშვილის მოედნიდან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით უკვე დაიძრნენ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.