ავტორი:

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველს პოლიტიკოსს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველს პოლიტიკოსს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

„ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.