საფრანგეთის ქალაქ დუნკერკის მახლობლად მდებარე ლოონ-პლაჟში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი და ორი მიგრანტია.
ფრანგული მედიის ცნობით, 22 წლის მამაკაცი სროლის შემდეგ ხელისუფლებას ჩაბარდა და განაცხადა, რომ იყო თავდამსხმელი და რომ იმავე დღესვე მეხუთე ადამიანი ახლომდებარე ქალაქში მოკლა.
ფრანგული მედიის ცნობით, ჩხრეკის დროს მამაკაცის ავტომობილში კიდევ სამი იარაღი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მოტივი.