ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს.
ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს რეაგირებისკენ.
"ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.
მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, - წერს ცაჰკნა.