ავტორი:

ვითარება გზებზე - რა ხდება რიკოთზე და სხვა მონაკვეთებზე ამ დროისთვის?

ვითარება გზებზე - რა ხდება რიკოთზე და სხვა მონაკვეთებზე ამ დროისთვის?

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ცენტრალურ მაგისტრალზე, კერძოდ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მოიხსნა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები რჩება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებთან დამაკავშირებელ გზებზე.