ავტორი:

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებიდან საპოლიციო ძალები გაიყვანეს - თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ დგას წყლის ჭავლის მანქანები

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებიდან საპოლიციო ძალები გაიყვანეს - თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ დგას წყლის ჭავლის მანქანები

რუსთველის გამზირზე აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება. ისინი პარლამენტის წინ, რუსთაველის თეატრთან და ასევე, გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე იმყოფებიან.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი ამ დროისთვის აღარ დგანან არც ჭიჭინაძისა და არც 9 აპრილის ქუჩებზე. საპატრულო პოლიციის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფება პარლამენტის შენობის წინ, ნაძვის ხესთან, რომელიც რკინის ბარიკადებითაა შემოსაზღვრული.

თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე რჩება წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა.