ავტორი:

"ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო" - სააკაშვილი იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა დროს დაამთავრა

"ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო" - სააკაშვილი იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა დროს დაამთავრა

"ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო..." - წერს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ გვერდზე და იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ექსპრეზიდენტმა სხვადასხვა დროს დაამთავრა

- ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, უკრაინა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია, ნიდერლანდები კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო უნივერსიტეტი, საფრანგეთი ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემია, იტალია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, აშშ, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, უკრაინა, ჰაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ისრაელი.

ეჰ, რა ტყუიულად დამიკარგავს დრო..." - წერს სააკაშვილი.

ამ პოსტით სააკაშვილი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად მიშა ყაველაშვილის არჩევას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ყაველაშვილის უდიპლომოსაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, მამუკა მდინარაძე ნოემბერში ასე უპასუხა:

“სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება - მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია! ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა