ავტორი:

"დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვთ და ბედი თქვენი, რომ სხვა ხელისუფლება არ არის!" - დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეებს

"დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვთ და ბედი თქვენი, რომ სხვა ხელისუფლება არ არის!" - დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეებს

"ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს.

  • როგორც სამხარაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვირაა შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა საზარბაზნე ხორცად მიატოვეს რუსთაველზე მდგომნი.

"ამ ვიდეოს კარგად უყურეთ მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო! დღეს, იმ პოლიციამ გადაგარჩინათ, მართლა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომლებსაც 2 კვირა წვავდით, აგინებდით, ოჯახის წევრებს უწიოკებდით! დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გადაგარჩინეს, კახა კალაძის თაოსნობით, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდით! დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი, სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა! ყველა გაიპარა, როცა პოლიციის კორდონი გაკეთდა და უსაფრთხოდ იგრძენით თავი, მარტო კიკიმორა ზურაბიშვილი შემოგიგორეს!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.

წაიკითხეთ ასევე: