საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა.
პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. არჩევნებს ადმინისტრირება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუწია. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ცესკომ სხდომაზე დათვალა ბიულეტენები და შეაჯამა შედეგები.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა. მიხეილ ყაველაშვილმა 224 ხმა მიიღო. ბათილი იყო 1 ბიულეტენი. სახელობითი კენჭისყრა დღეს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით პირველად ჩატარდა. პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩია საარჩევნო კოლეგიამ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა ცესკომ განკარგულებით დაამტკიცა და მასში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე, ცესკოს მიერ საარჩევნო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, საკრებულოების წარმომადგენლები.
(R)