ავტორი:

"მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ" - რას წერს ხაზარაძე

"მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ" - რას წერს ხაზარაძე

მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

  • როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ხაზარაძე წერს, რადგან მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი არ თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის „მიზანმიმართულად აწყობს პროვოკაციას“.

„დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე უკვე მე-16 დღეა აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.

იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ, მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი.

თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას - რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით.

მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ, ე.წ. მთავრობას“, - წერს ხაზარაძე.