პარლამენტის შენობის წინა ფასადი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
პარალელურად, ნაძვის ხესთან მოეწყო ეკრანები წარწერით "თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს“, "გამარჯვებებით სავსე ქალაქი“.
ნაძვის ხესთან მოწყობილია სცენა, სადაც ხმის აპარატურა მიიტანეს.
როგორც ცნობილია, 19:00 საათზე, ნაძვის ხის ანთება იგეგმება. ადგილზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.
ამასთან, საპატრულოსა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, როგორც 9 აპრილის, ისე, ჩიტაძის ქუჩებზე.
გარდა ამისა, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას წყლის ჭავლის მანქანებიც.