ავტორი:

"არანაირი მსვლელობა ტაძრის მხრიდან არ არის დაგეგმილი რუსთაველის მიმართულებით" - დეკანოზი შალვა კეკელია

"არანაირი მსვლელობა ტაძრის მხრიდან არ არის დაგეგმილი რუსთაველის მიმართულებით" - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელიას ცნობით, დღეს არანაირი მსვლელობა არ არის დაგეგმილი ტაძრის მხრიდან. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქის გვერდზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალვა კეკელია მრევლთან ერთად მსვლელობას გეგმავდა.

"5 საათზე ტაძარში დაიწყება ლოცვა (მწუხრ-ცისკარი), რომელიც 7 საათამდე გაგრძელდება.7 საათზე ჩატარდება ღვთისმშობლისადმი სამშვიდობო პარაკლისი, რის შემდეგაც მოძღვარი ჩაიბარებს აღსარებებს. არანაირი მსვლელობა ტაძრის მხრიდან არ არის დაგეგმილი რუსთაველის მიმართულებით.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, მოგვმადლოს მშვიდობა და ერთმანეთის სიყვარული", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.