ავტორი:

ვინ როგორ ეხმაურება საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას?

ვინ როგორ ეხმაურება  საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას?

300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურებიან

"დღეს საქართველოს ჰყავს ორი პრეზიდენტი: ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით.

თუ კალიგულას მიერ მისი ცხენის ინციტატუსის დანიშვნა რომის სენატორად ლეგენდად დარჩება, ივანიშვილის მიერ მისი ერთ-ერთი ზებრის, ყაველაშვილის საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს," | წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში

ჟურნალისტი ვახო სანაია: "ბოლო წამამდე მეგონა, რომ კალანდარიშვილი და ყაველაშვილი მაისურებს გაცვლიდნენ".

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე: დღევანდელ საქართველოში ყველაზე უბედური, ხელმოცარული, საწყალი და განწირული ადამიანი არის მიხეილ ყაველაშვილი. სიცოცხლის ბოლომდე გაუჭირდება სულიერი სიმშვიდისა და მყუდროების პოვნა. დამღას ვერ მოიცილებს ვერასდროს.

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გიყვართ, გძულთ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ სალომე ზურაბიშვილი. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, მორჩა. ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული. ამ ხალხში შესაძლოა ბევრი თქვენგანი არ ყოფილა, არ აქვს ამასაც მნიშვნელობა. ის უმრავლესობამ აირჩია. ყაველაშვილი მელტის ბლინების მეპატრონეა, ყოფილი ფეხბურთელი, ქოცი დეპუტატი და პრორუსული საპარლამენტო დაჯგუფების "ხალხის ძალის" წევრი, მაგინებელი, უდიპლომო. სხვა არაფერი ის არაა.

მომღერალი ზურა ხაჩიძე: ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას! ღმერთმა ძალა მოგცეს მიშა, საქართველოს საკეთილდღეოდ!

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგობრებო, ალბათ არ ელოდით და უნდა გაუწყოთ რომ გაიმარჯვა ყაველაშვილმა! არჩევნებში, სადაც მხოლოდ ყაველაშვილი მონაწილეობდა. ჰოი საოცრებავ. ეს მოულოდნელი ამბავია.

მწერალი ლალი მოროშკინა: ფეხბედნიერი იყოს საქართველოსთვის შენი პრეზიდენტობა!

იუმორისტი თამუნა ლეკვეიშვილი: რაც ქოცები, ის პრეზიდენტი. ყველი და პური.

პოლიტიკოსი ბერდია სიჭინავა: იქნებ უნივერსიტეტებმა უგამოცდოდ ჩარიცხოთ ყაველაშვილი….თან სწავლა, თან მუშაობა რას ნიშნავს, ეგ მაინც გავაგებინოთ…

რეჟისორი დათა თავაძე: ყაველაშვილს არასოდეს არ ექნება ლეგიტიმაცია - მეექვსე პრეზიდენტი იქნება ვიღაც სხვა, როცა ამის დრო მოვა.ყაველაშვილი კი იქნება შეცდომა - ერთი ზედმეტი ასო საქართველოს ისტორიის შეცდომებითა და ასოებით სავსე სამარცხვინო თავში, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია.

მამუკა ღლონტი: შემდეგი პრეზიდენტი უატესტატო იქნება და იმის შემდეგი, ბაღშიც არ უნდა იყოს ნარონიებიო.