ავტორი:

პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა - ვინ არ მისცა ხმა ყაველაშვილს და რა ხდებოდა ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოში

პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა - ვინ არ მისცა ხმა ყაველაშვილს და რა ხდებოდა ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოში
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი, ვანო გორგიშვილი

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა - ცესკო ხმების დათვლას იწყებს.

პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა და მას ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვებოდა.

  • კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.

ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.

პრეზიდენტის ასარჩევად 300-წევრიანი კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.

არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია.

როგორც მან განაცხადა, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც.მარშანიას თქმით, მას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს.

"უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ.