საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელი გაუშვით ჩემი შვილია" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების  მარში შეუერთდა
"ხელი გაუშვით ჩემი შვილია" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების  მარში შეუერთდა

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ მყოფ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დე­დე­ბის მარ­ში შე­უ­ერ­თდა.

პარ­ლა­მენ­ტის წინ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მათ მის­ვლას ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ. ისი­ნი რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იკ­რიბ­ნენ და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მსვლე­ლო­ბა გა­მარ­თეს.

მათ ად­გილ­ზე ბა­ნე­რე­ბი აქვთ მო­ტა­ნი­ლი “ხელი გა­უშ­ვით ჩემი შვი­ლია", ასე­ვე, მო­ტა­ნი­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბიც.

ცნო­ბის­თვის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

მათ ად­გილ­ზე დიპ­ლო­მე­ბი და ბურ­თე­ბი აქვთ მი­ტა­ნი­ლი. რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ცე­სია.

ასე­ვე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის­კენ რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ი­დან სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მსვლე­ლო­ბაც იგეგ­მე­ბა.

აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­პო­ლი­ციო ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბაა. კრი­მი­ნა­ლუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან 9 აპ­რი­ლი­სა და ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩებ­ზეც.

ასე­ვე, შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბით შე­მო­ფარ­გლულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი, სა­დაც დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე დგას.

სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზეც, სა­დაც წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბიც დგას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ხელი გაუშვით ჩემი შვილია" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების  მარში შეუერთდა

"ხელი გაუშვით ჩემი შვილია" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების  მარში შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა.

პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები მათ მისვლას ოვაციებით შეხვდნენ. ისინი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს.

მათ ადგილზე ბანერები აქვთ მოტანილი “ხელი გაუშვით ჩემი შვილია", ასევე, მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ.

მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია.

ასევე, დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.

აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც.

ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.

საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.