ავტორი:

"ვაღიარებ, არჩევნებზე 41 მაქვს გაფერადებული... პრემიერმა განცხადება რომ გააკეთა, ხარხელაურის საღამოზე ვიყავი... ვაღიარებ, ავღელდი" - მსახიობი გიორგი კაჭახიძე

"ვაღიარებ, არჩევნებზე 41 მაქვს გაფერადებული... პრემიერმა განცხადება რომ გააკეთა, ხარხელაურის საღამოზე ვიყავი... ვაღიარებ, ავღელდი" - მსახიობი გიორგი კაჭახიძე

ჩვენი ქვეყნის წარსული ქართველების დაყოფისა და დაპირისპირების არაერთ მაგალითს ინახავს. სამწუხაროდ, ახლაც ასეთია ჩვენი რეალობა. შეუძლებელია, გულგრილი დარჩე იმ მოვლენების მიმართ, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება; შეუძლებელია, არ გტკიოდეს ეს დაპირისპირება, დაუნდობლობა, სისასტიკე... ერთმანეთის განადგურება მტრის გარეშეც შესანიშნავად რომ გამოგვდის.

გიორგი კაჭახიძე, მსახიობი:

- იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა, აჭარაში, ტარიელ ხარხელაურის საღამოზე ვიყავი. ღონისძიებიდან რომ გამოვედი, ახლობლისგან გავიგე ეს ამბავი. ვაღიარებ, ავღელდი, იმასაც ვაღიარებ, ამ არჩევნებზე 41 მაქვს გაფერადებული, მაგრამ ამ ციფრზე საღალატოდ არ მაქვს არჩევანი გაკეთებული. მგონია, რომ ამ მთავრობას ევროპისკენ ღირსებით მივყავართ, როგორც ლოზუნგზე ეწერა.

- რატომ აღელდით, ამ განცხადებაში რა საფრთხე დაინახეთ?

- შემდეგ ამ განცხადებას თავად მოვუსმინე, გარკვევით ითქვა, ჩვენ მოლაპარაკებებზე ინიციატივას აღარ გამოვიჩენთო. მე შეიძლება ჩემს მეზობელთან ჩემი ინიციატივით არ შევიდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაველაპარაკები ან თუ დამიძახებს, არ მივალ. შეჩერება არ ნიშნავს შეწყვეტას. მოძრაობის ნიშნებიც არსებობს: "გაჩერება აკრძალულია!" და "დგომა აკრძალულია!".

- აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- თქვენთან ბოდიში, მაგრამ ვიგინები იმ სპეცრაზმელის მისამართით, რომელმაც პირველ საღამოს არაკაცური საქციელი ჩაიდინა, წაქცეულ ადამიანს ჯერ ქუსლი მიარტყა დამამცირებლად და მერე სახეში წიხლიც დააყოლა. იქ იყო კიდევ რამდენიმე არასწორი ქცევა, ამის გამო ბრაზი გასაგებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ერთეული არაკაცების გამო, ყველა სპეცრაზმელი და პოლიციელი ცუდად მოიხსენიო. იმავეს ვამბობ აქციის მონაწილეებზეც. რეალურად, დღეს საქართველო ორად არის გაყოფილი, შუაშისტიც კი აღარავინაა დარჩენილი. მეტირება, გეფიცებით, მეტირება. უკიდურესი რადიკალიზმი დაღუპავს ამ ქვეყანას. პიროტექნიკით ხომ შეიძლება ადამიანი დააზიანო. სპეცრაზმელს რომ ხვდება, მაგას თავი დავანებოთ, ხომ შეიძლება თავად შენც დაგაზიანოს.

- გიორგი, დღეს სოციალურ ქსელში აქციაზე არასრულწლოვნების ყოფნა გააპროტესტე, რასაც დიდი გამოხმაურება და ბულინგი მოჰყვა. ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა. ეს რაზე მეტყველებს?

- ბავშვი ვიცი უსაფრთხო გარემოში, იქ, სადაც თმის ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს. დღეს იმ პოსტზე ერთი მწერდა, ბავშვი ჩემია და სადაც მინდა, იქ დავაყენებო. ველოდი, ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. რუსეთუმეს მეძახიან, მოღალატესაც, მაგრამ ჩემი გული და სული ყოველთვის ჩემი ქვეყნისთვისაა ანთებული. გავა დრო და ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. არასწორ გზაზე ვდგავარ? ამ ანთებული გულით შეცდომას ვუშვებ? მგონია, რომ სწორ პოზიციაზე, სწორ მხარეს ვდგავარ. მათაც ჰგონიათ, რომ სწორი მათი აზრია და მე ვცდები. აქ ხომ დილემის წინაშე ვართ, დრო აჩვენებს, ვინ არის დღეს მართალი. მე თუ ვცდები, გულმხურვალედ ბოდიშს მოვიხდი. ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს, მაგრამ არა - მთავრობის მხრიდან, ბულინგი მოდის რადიკალებისგან. ეგრევე შეურაცხყოფაზე გადადიან. არ ვაპირებ, ჩემი ქვეყანა გვარამიას ჩავუგდო ხელში. არ ვაპირებ, ჩემი შვილები უქართულოდ, უსამშობლოდ გაიზარდონ. ეგეთი ევროპელობაც არ მინდა, ჩემი ქვეყანა ქართველობას თუ დაკარგავს. დღეს კოლეგებმა თეატრიდან უცბად ისეთი ლაპარაკი დაიწყეს, თითქოს ვიღაც ვანია ივანოვი ვყოფილიყავი. არადა, ცუდი რა დავწერე? ბავშვი ფარი არ არის და უნდა გავუფრთხილდეთ-მეთქი. იმ აქციაზე, სადაც ნებისმიერ წამს რაღაც ისე შეიძლება შეიცვალოს, შენ არავინ არაფერი გკითხოს, როგორ შეიძლება, ბავშვები იყვნენ. ყველას შვილს ჩემი თავი შემოევლოს, ჩემი შვილების თამადობით, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ვისი ბრალი იქნება? ყველა კომენტარს "გულებით" ვუპასუხე. პოლემიკაში არავისთან შევსულვარ....განაგრძეთ კითხვა