დღეს ჩატარდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა. საქართველოს ნაკრები, რომელიც მესამე კალათაში იყო, E ჯგუფში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
12 ჯგუფიდან პირდაპირ მუნდიალის საგზურს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, საკვალიფიკაციო ეტაპს 5-გუნდიან ჯგუფში მოხვედრილები 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო 4-გუნდიანში მყოფები – სექტემბერში. ასპარეზობა ნოემბერში დასრულდება.