ავტორი:

რა შემთხვევაში წყდება საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელება?

რა შემთხვევაში წყდება საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელება?

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა და მასში დასაქმებულთა მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო თვითდასაქმებულებს სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობით შეუძლიათ.

თუმცა, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოში შენატანების განხორციელება წყდება.

კერძოდ, დასაქმებულის შემთხვევაში, როდესაც საანგარიშო წლის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 60 000 ლარს, მას საპენსიო შენატანის გადახდის უფლება და ვალდებულება ამ საანგარიშო წლის განმავლობაში უწყდება, ისევე როგორც მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს. გააგრძელეთ კითხვა

.