ავტორი:

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობები პარლამენტთან გაერთიანდა - ფოტოები გადაკეტილი რუსთაველის გამზირიდან

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობები პარლამენტთან გაერთიანდა - ფოტოები გადაკეტილი რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-16 დღეა, ყოველდღიურად გამოდიან და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.



პარლამენტთან შეკრებილი არიან სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე წერტილში იყვნენ შეკრებილები და მსვლელობით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.



დედაქალაქში პროტესტი და მსვლელობები დილიდან მიმდინარეობს. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებოდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ გზები.



უფრო კონკრეტულად, დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას აქციებს მართავდნენ IT, HR, ტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები; ფსიქოლოგები, იურისტები, მუსიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.


  • რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია.



ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს


  • ამასთან, მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც - მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ


სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალი არჩევნების და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით იკრიბებიან. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, არ დაინიშნება არჩევნები და არ გათავისუფლდებიან დაკავებულები


ფოტო: ვანო გორგიშვილი/ IPN


იხილეთ ასევე: