მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
“რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე დღეს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას შო­რის მომ­ხდარ სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:


“რამ­დე­ნა­დაც სწო­რად არ უნდა ეჩ­ვე­ნე­ბო­დეს ვინ­მეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, ეთი­კი­სა­გან სრუ­ლი­ად დაც­ლი­ლი მე­თო­დით მოქ­მე­დე­ბა, სი­კე­თეს ვერ მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას.


ის რაც დღეს ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რიც­ვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში მოხ­და, თა­ვი­სი სიმ­ძი­მით უტოლ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ე­ბის დარ­ბე­ვი­სა და ქრის­ტი­ან­თა დევ­ნის ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს. დღეს ის­მის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა მოყ­ვა­სი­სად­მი - ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბას თუ არ იზი­ა­რებ, ქვეყ­ნის მტე­რი ხარ, ესეც ძა­ლი­ან ჰგავს, "ხალ­ხის მტრე­ბად" გა­მო­ცხა­დე­ბის კამ­პა­ნი­ას უახ­ლეს წარ­სულ­ში.


დღეს გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბა ურ­თი­ერთ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ურ­თი­ერთ სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, მეტი სიყ­ვა­რუ­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა გვმარ­თებს. ყვე­ლა­ნი უნდა შე­ვებ­რძო­ლოთ სი­ძულ­ვილს და არა ერ­თმა­ნეთს. მთა­ვა­რი მტე­რი კა­ცობ­რი­ო­ბი­სა არის ურ­თი­ერ­თგა­უ­ტან­ლო­ბა.


სიყ­ვა­რუ­ლის მქა­და­გე­ბე­ლი ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!“ - წერს მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.


  • შე­გახ­სე­ნებთ, დღეს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მსვლე­ლო­ბით მი­მა­ვალ­მა დე­მონ­სტრან­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს თუ რო­გორ უყუ­რებ­დნენ მათ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რის შემ­დე­გაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მათ სთხო­ვეს, რომ აქ­ცი­ას შე­ერ­თე­ბოდ­ნენ.

"ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­დი.... იესო დაწ­ვეს რუს­თა­ველ­ზე? ჩი­ნე­თი­დან გა­მო­წე­რილ კუ­ბო­ზე იყო იესო გა­მო­სა­ხუ­ლი? რას ატყუ­ებთ ხალ­ხს, ვის ატყუ­ებთ, იტყუ­ე­ბით, მა­ტყუ­ა­რე­ბი ხართ, თქვენ ხალ­ხის გვერ­დით უნდა იდ­გეთ" - ასე მი­მარ­თა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას.


კი­დევ ერ­თმა დე­მონ­სტრან­ტმა კი სა­სუ­ლი­ე­რო პირს ასე მი­მარ­თა - "უნდა აპ­რო­ტეს­ტებ­დეთ, თქვენ კი აქ ზი­ხართ თბი­ლად".


  • შალ­ვა კე­კე­ლი­ას პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო:

"აქ ვარ, გა­მო­ვე­დი ხალ­ხში, ხალ­ხში ვდგა­ვარ და მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ხალ­ხში ვი­დე­ქი... ვაპ­რო­ტეს­ტებ, სა­ში­ნე­ლე­ბაა, ეგ არის სა­ში­ნე­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის ცე­მა­ზე ცუდი დე­და­მი­წა­ზე არა­ფე­რი არ არის, ადა­მი­ან­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა, ბავ­შვის ცემა, არის ღვთის გმო­ბა და ადა­მი­ა­ნის გმო­ბა და ეს ქა­და­გე­ბა­შიც ვთქვი".


  • ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, რაც მოხ­და, ძა­ლა­დო­ბაა.


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

“რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს, აქციის მონაწილეებსა და მამა შალვა კეკელიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


“რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას.


ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს. დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესეც ძალიან ჰგავს, "ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.


დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს. ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.


სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!“ - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.


  • შეგახსენებთ, დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობით მიმავალმა დემონსტრანტებმა დაინახეს თუ როგორ უყურებდნენ მათ სასულიერო პირები, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მათ სთხოვეს, რომ აქციას შეერთებოდნენ.

"ჩვენთან ერთად წამოდი.... იესო დაწვეს რუსთაველზე? ჩინეთიდან გამოწერილ კუბოზე იყო იესო გამოსახული? რას ატყუებთ ხალხს, ვის ატყუებთ, იტყუებით, მატყუარები ხართ, თქვენ ხალხის გვერდით უნდა იდგეთ" - ასე მიმართა აქციის მონაწილემ მამა შალვა კეკელიას.


კიდევ ერთმა დემონსტრანტმა კი სასულიერო პირს ასე მიმართა - "უნდა აპროტესტებდეთ, თქვენ კი აქ ზიხართ თბილად".


  • შალვა კეკელიას პასუხი კი ასეთი იყო:

"აქ ვარ, გამოვედი ხალხში, ხალხში ვდგავარ და მთელი ჩემი ცხოვრება ხალხში ვიდექი... ვაპროტესტებ, საშინელებაა, ეგ არის საშინელება, ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არ არის, ადამიანზე ხელის აღმართვა, ბავშვის ცემა, არის ღვთის გმობა და ადამიანის გმობა და ეს ქადაგებაშიც ვთქვი".


  • ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მამა შალვა კეკელიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, რაც მოხდა, ძალადობაა.


იხილეთ ასევე: