“მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ“, - ამის შესახებ განცხადებას ეუთოს ე.წ. “სამეული“ ავრცელებს, რომელიც სამი - მიმდინარე (მალტა), ყოფილი (ჩრდილოეთ მაკედონია) და მომავალი (ფინეთი) თავმჯდომარე ქვეყნისგან შედგება.
განცხადებაში, საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ მოწოდებაა, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტიზა, რომლის შეთავაზებაც ეუთოსა და მის ინსტიტუტებს შეუძლია. “სამეული“ მზადაა, ამ მიზნით ნებისმიერ გაცვლას შეუწყოს ხელი.
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ ქართველი ხალხისთვის შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება. კანონები, რომლებიც ამ ვალდებულებების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, გაწვეულ უნდა იქნას.
ძალადობის, საარჩევნო თაღლითობის, და დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმების ყველა ბრალდება სანდოდ უნდა იქნას გამოძიებული, ამ დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს.
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტიზა, რომლის შემოთავაზებაც შეუძლიათ ეუთოსა და მის ინსტიტუტებს. “სამეული“ მზადაა, ამ მიზნით ნებისმიერ გაცვლას შეუწყოს ხელი.
ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის თავიანთ მისწრაფებას გამოხატავენ, რაც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში”, - ნათქვამია განცხადებაში.