„პალიტრა L-ის“ საჩუქარი მკითხველს - 16 დეკემბრიდან გამომცემლობის ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ ქსელში ხელმისაწვდომი იქნება ჭაბუა ამირეჯიბის ფრაზებით დაბრენდილი ყაბალახები, ჰუდები და მაისურები.
აქსესუარებზე დატანილია შემდეგი ფრაზები: „თავისუფლება ბიძიკო, თვითონ უნდა მისცეს ადამიანმა თავის თავს!“ „ერი ესაა ხალხი დღეს, წარსულსა და მომავალში. მარადისობაა ერი!“
დაბრენდილი ნივთები დამზადდა კლასიკოსი მწერლის 5-ტომეულის გამოცემასთან დაკავშირებით, რომელიც აერთიანებს მოთხრობათა კრებულებს: „გზა“, „ძია შოთას ბადია“, არაკების კრებული „თაფლის წვეთი“, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს, სცენარებსა და სტატიებს კინემატოგრაფიის საკითხებზე; რომანებს: „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“ და „გიორგი ბრწყინვალე“.
სერიის პირველი ტომი 16 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და ერთი კვირის განმავლობაში მის შეძენას „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსში“ ფასდაკლებით 14 ლარად შეძლებთ.
ეწვიეთ „ბიბლუსის“ ფილიალებს მისამართზე: გალერეა ჩაის სახლი, საბურთალო სითი მოლი, „ბიბლუსი“ თავისუფლების მოედანზე და შეარჩიეთ სასურველი აქსესუარი. ასევე, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, სპეციალურ ფასად დაიწყოთ ჭაბუა ამირეჯიბის 5-ტომეულის შეგროვება და ფასდაუდებელი წიგნები შემატოთ თქვენს ბიბლიოთეკას.
R