მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს მსხვერპლის სცენების დასადგმელად იყენებდნენ - "მთავარის" ჟურნალისტი შაქარაშვილის ოჯახსაც აკრიტიკებდა" - პაპუაშვილი
"შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს მსხვერპლის სცენების დასადგმელად იყენებდნენ - "მთავარის" ჟურნალისტი შაქარაშვილის ოჯახსაც აკრიტიკებდა" - პაპუაშვილი

ეს არის მათი ოც­ნე­ბა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, გა­იხ­სე­ნეთ 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ო­დი. კე­ზე­რაშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზია იყო მა­შინ ზუს­ტად ფლაგ­მა­ნი იმი­სა, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლის და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს ზუს­ტად იმის­თვის იყე­ნებ­დნენ, რომ ასე­თი მსხვერ­პლის სცე­ნე­ბი და­ედ­გათ და სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გი მი­ე­ღოთ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ "შე­საძ­ლოა მი­ვი­დეთ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე, თუ რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბას მოჰ­ყვა მსხვერ­პლი, ხალ­ხიც არ იქ­ნე­ბა ტყუ­ი­ლად".

  • პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბი­სას, ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მისი ოჯა­ხიც კი გა­აკ­რი­ტი­კა, რაც იმას მოწ­მობს, რომ სხვი­სი ნე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მო­რა­ლუ­რი ზღვა­რი აღარ არ­სე­ბობს.

"იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ „მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტი მა­შინ აკ­რი­ტი­კებ­და შა­ქა­რაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მის ოჯახს და ამ­ბობ­და, რომ ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ გა­მო­ვი­ძი­ებთ ამ საქ­მე­სო. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს მო­რა­ლუ­რი ზღვა­რი იმი­ტომ, რომ მა­შინ, რო­დე­საც ხდე­ბი სხვი­სი ნე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი, იქ სა­კუ­თარ მო­რალ­სა და მო­რა­ლურ კა­ნო­ნებ­ზე ამ­ბობ უარს.

ამი­ტომ, რა თქმა უნდა, მათ­თვის მო­რა­ლუ­რი ზღვა­რი არ არის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან და ამ დღე­ებ­ში ვი­ხი­ლეთ. ვი­ხი­ლეთ ის, რომ პირ­და­პირ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს პო­ლი­ცი­ას ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბით და ამას პირ­და­პირ ეთერ­ში კო­მენ­ტი­რებ­და გვა­რა­მი­ას და კე­ზე­რაშ­ვი­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ ეს იყო თით­ქოს რა­ღაც უვ­ნე­ბე­ლი ან­ცო­ბა, რო­დე­საც ასა­ფეთ­ქე­ბელს ეს­ვრი პო­ლი­ცი­ელს და ვნა­ხეთ, ჩვენ რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო პო­ლი­ცი­ამ, 150-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლია და­შა­ვე­ბუ­ლი. ეს მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა, მათ შო­რის, წა­ქე­ზე­ბუ­ლი იყო გა­რე­დან, ჩვენ დღემ­დე ვის­მენთ გან­ცხა­დე­ბებს უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან თუ დიპ­ლო­მა­ტე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ის­თვის ცე­ცხლის გახ­სნას ეძა­ხი­ან მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს მსხვერპლის სცენების დასადგმელად იყენებდნენ - "მთავარის" ჟურნალისტი შაქარაშვილის ოჯახსაც აკრიტიკებდა" - პაპუაშვილი

"შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს მსხვერპლის სცენების დასადგმელად იყენებდნენ - "მთავარის" ჟურნალისტი შაქარაშვილის ოჯახსაც აკრიტიკებდა" - პაპუაშვილი

ეს არის მათი ოცნება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, გაიხსენეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდი. კეზერაშვილის ტელევიზია იყო მაშინ ზუსტად ფლაგმანი იმისა, რომ შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ ასეთი მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, თუ რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად".

  • პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისას, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელმა მისი ოჯახიც კი გააკრიტიკა, რაც იმას მოწმობს, რომ სხვისი ნების გამტარებელი ადამიანებისთვის, მორალური ზღვარი აღარ არსებობს.

"იმასაც შეგახსენებთ, რომ „მთავარის“ ჟურნალისტი მაშინ აკრიტიკებდა შაქარაშვილის შემთხვევაში მის ოჯახს და ამბობდა, რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმესო. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ხდები სხვისი ნების გამტარებელი, იქ საკუთარ მორალსა და მორალურ კანონებზე ამბობ უარს.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის მორალური ზღვარი არ არის, აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან და ამ დღეებში ვიხილეთ. ვიხილეთ ის, რომ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას ასაფეთქებლებით და ამას პირდაპირ ეთერში კომენტირებდა გვარამიას და კეზერაშვილის ჟურნალისტები, რომ ეს იყო თითქოს რაღაც უვნებელი ანცობა, როდესაც ასაფეთქებელს ესვრი პოლიციელს და ვნახეთ, ჩვენ რა დაზიანებები მიიღო პოლიციამ, 150-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული. ეს მასობრივი ძალადობა, მათ შორის, წაქეზებული იყო გარედან, ჩვენ დღემდე ვისმენთ განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან თუ დიპლომატებისგან, რომლებიც პოლიციისთვის ცეცხლის გახსნას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: