მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო ილია მეორის მიმართვას ავრცელებს
საპატრიარქო ილია მეორის  მიმართვას ავრცელებს

"ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი - დიდი თუ პა­ტა­რა, უნდა გა­ე­მიჯ­ნოს ძა­ლა­დო­ბას და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ჩვენს რთულ დრო­ში მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რად და­ძაბ­ვა რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის მთა­ვარ მო­ნა­პო­ვარს - სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს! - ამას­თან, უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბით მიღ­წე­ულ იქ­ნას დი­ა­ლო­გი",- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

  • ასე­ვე, პატ­რი­არ­ქი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს კურ­თხე­ვას აძ­ლევს, ყო­ველ­დღე, 13:00 სა­ათ­ზე, დარ­ე­კონ ზარი და აღავ­ლი­ნონ სა­ვედ­რე­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სად­მი.

"ჩემო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩენს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბად იქ­ცეს მშვი­დო­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა. ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი - დიდი თუ პა­ტა­რა - უნდა გა­ე­მიჯ­ნოს ძა­ლა­დო­ბას და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ჩვენს რთულ დრო­ში მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რად და­ძაბ­ვა რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის მთა­ვარ მო­ნა­პო­ვარს - სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს! და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც გან­სა­ზღვროს თა­ვი­სი ნა­ბი­ჯე­ბი.

  • ამას­თან, უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბით მიღ­წე­ულ იქ­ნას დი­ა­ლო­გი.

ჩვე­ნი პრობ­ლე­მა დღეს ისი­ცაა, რომ ვერ ვხვდე­ბით, რო­გორ ვშორ­დე­ბით ღმერ­თს და მისი მცნე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვმოქ­მე­დებთ; გვა­ვი­წყდე­ბა, რომ უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა, ცი­ნიზ­მი, უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა... რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი­სათ­ვის ჩვე­ვად იქცა, დამ­ღუპ­ვე­ლი ცოდ­ვე­ბია; (ამის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა სი­ძულ­ვი­ლის ენა და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა).

ურ­თი­ერ­თსი­ძულ­ვი­ლით, გა­ბო­რო­ტე­ბით, ღვარ­ძლით... ვერ­ცერთ ეროვ­ნულ ამო­ცა­ნას ვერ გა­დავ­წყვეტთ და სა­კუ­თარ თავ­საც და სა­ხელ­მწი­ფო­საც მხო­ლოდ და­ვა­ზა­რა­ლებთ. ჩვე­ნი ქრის­ტი­ა­ნო­ბა მთავ­რდე­ბა იქ, სა­დაც მთავ­რდე­ბა მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი.

მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვლო­ცუ­ლობ. დღე­საც, მუდ­მი­ვად შევ­თხოვ უფალს, მოგ­ვცეს გული გო­ნი­ე­რი და ლმო­ბი­ე­რი.

ჩვენ ყვე­ლას სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებს; ამი­ტო­მაც მოგ­მარ­თავთ: სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის გა­ვერ­თი­ან­დეთ ლოც­ვით, რათა ღვთის შე­წევ­ნი­თა და ში­ნა­გა­ნი მშვი­დო­ბით შევ­ძლოთ მარ­თე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა.

ერ­თობ­ლივ ლოც­ვებს დიდი ძალა აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს გეძ­ლე­ვათ კურ­თხე­ვა, ყო­ველ­დღე, 13:00 სა­ათ­ზე, დარ­ე­კოთ ზარი და აღავ­ლი­ნოთ სა­ვედ­რე­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სად­მი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში მყოფ მრევლს გთხოვთ (პი­რად კა­ნონ­თან ერ­თად), დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ილო­ცოთ: „მა­მაო ჩვე­ნო“, 90-ე ფსალ­მუ­ნი, „მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე“, "ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო გი­ხა­რო­დენ“ (3-ჯერ), ასე­ვე, წმ. ან­დრია მო­ცი­ქუ­ლის, წმ. ნი­ნოს, წმ. გი­ორ­გი­სა და წმ. ნი­კო­ლო­ზის ტროპ­რე­ბი და ბო­ლოს "აცხოვ­ნე, უფა­ლო, ერი შენი“.

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ჩვე­ნი ვა­ლია, ხელი შე­ვუ­წყოთ ჩვენს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ქრის­ტი­ა­ნულ სუ­ლი­ერ-კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­სა და ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­მტკი­ცე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და­მა­არ­სებ­ლის, წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ხსე­ნე­ბის დღეა. ასე­ვე, ხსე­ნე­ბის დღეა წმინ­და მეფე ვახ­ტანგ გორ­გას­ლის, პეტ­რე I და სა­მო­ელ I კა­თო­ლი­კო­სე­ბის. მათი და სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ველ სხვა წმინ­დან­თა მე­ო­ხე­ბით და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ინე­ბოს ღმერ­თმა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თო­ბა, მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა.

თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი, ილია II - სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი“,- ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

საპატრიარქო ილია მეორის მიმართვას ავრცელებს

საპატრიარქო ილია მეორის  მიმართვას ავრცელებს

"ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა, უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! - ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი",- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

  • ასევე, პატრიარქი საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებს კურთხევას აძლევს, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკონ ზარი და აღავლინონ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი.

"ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა - უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები.

  • ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი.

ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება).

ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული.

მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი.

ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა.

ერთობლივ ლოცვებს დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ: „მამაო ჩვენო“, 90-ე ფსალმუნი, „მოწყალებისა კარი განგვიღე“, "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ (3-ჯერ), ასევე, წმ. ანდრია მოციქულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ტროპრები და ბოლოს ,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი“.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას.

დღეს საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ასევე, ხსენების დღეა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, პეტრე I და სამოელ I კათოლიკოსების. მათი და საქართველოს მფარველ სხვა წმინდანთა მეოხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ინებოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა.

თქვენთვის მლოცველი, ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“,- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.