პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც და რაც მთავარია, ხელისუფლება... ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ" - ქეთი დოლიძე
"ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც და რაც მთავარია, ხელისუფლება... ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ" - ქეთი დოლიძე

ადა­მი­ა­ნი ასე სას­ტი­კად არ უნდა იყოს და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე სა­სა­მარ­თლოს მიერ მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო­ბას და მის და­ჯა­რი­მე­ბას.

კი­თხვა­ზე, თუ რას იტყო­და ის მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე, დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ორი­ვე მხრი­დან ხდე­ბა.

„ძა­ლა­დო­ბა ორი­ვე მხრი­დან ხდე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უფრო უნდა იყ­ვნენ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი და მათი მხრი­დან არ უნდა იყოს ასე­თი ძა­ლა­დო­ბა, სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ეს­კა­ლა­ცია, და­ძა­ბუ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

  • კი­თხვა­ზე, თუ ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ხე­დავს ის, უპა­სუ­ხა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის.

"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა,გინ­დათ თუ არ გინ­დათ, ყო­ველ­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა. რა თქმა უნდა, უნდა და­ე­კის­როს იმ ადა­მი­ან­საც, რო­მე­ლიც ასე მი­დის და იბ­რძვის. ეს არე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არის ქვე­ყა­ნა­ში, არ მგო­ნია მხო­ლოდ შიგ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა იყოს, სხვა მხრი­და­ნაც მო­დის ეს პრობ­ლე­მა, ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი. არ ვიცი, მაგ­რამ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა.

ბევ­რი რა­მეა და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, რა­საც უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, ასე ად­ვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა უნდა და­ფიქ­რდეს, ხალ­ხიც უნდა და­ფიქ­რდეს და რაც მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რა მო­ის­მი­ნა მან გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან და რამ­დე­ნად იყო ის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, დო­ლი­ძემ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

"პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან ნორ­მა­ლუ­რი არა­ფე­რი მო­მის­მე­ნია. არ შე­იძ­ლე­ბა, 40 მეტრში ვი­ყა­ვიო, კაცი ამ­ბობს, არც მეს­მო­და რა იყოო, მე­ო­რე ამ­ბობს, 10 მეტრში ვი­ყა­ვიო, იქ ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, ამ ხმა­ურ­ში, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად იცო­დე, რა ხდე­ბო­და და მა­ინც და მა­ინც გა­ი­გო­ნო ყვე­ლა­ფე­რი. რა­ღაც არ მჯე­რა“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც და რაც მთავარია, ხელისუფლება... ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ" - ქეთი დოლიძე

"ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც და რაც მთავარია, ხელისუფლება... ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ" - ქეთი დოლიძე

ადამიანი ასე სასტიკად არ უნდა იყოს დაჯარიმებული, - ასე გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე სასამართლოს მიერ მსახიობ გიორგი ნაკაშიძის სამართალდამრღვევად ცნობას და მის დაჯარიმებას.

კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, დოლიძემ განაცხადა, რომ ეს ორივე მხრიდან ხდება.

„ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ, სამართალდამცავები უფრო უნდა იყვნენ გაფრთხილებული და მათი მხრიდან არ უნდა იყოს ასეთი ძალადობა, საერთოდ არ შეიძლება ასეთი ესკალაცია, დაძაბულობა“, - განაცხადა დოლიძემ.

  • კითხვაზე, თუ ვის პასუხისმგებლობას ხედავს ის, უპასუხა, რომ ხელისუფლების.

"პასუხისმგებლობა,გინდათ თუ არ გინდათ, ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. რა თქმა უნდა, უნდა დაეკისროს იმ ადამიანსაც, რომელიც ასე მიდის და იბრძვის. ეს არეულობა, რომელიც არის ქვეყანაში, არ მგონია მხოლოდ შიგნით საქართველოს პრობლემა იყოს, სხვა მხრიდანაც მოდის ეს პრობლემა, ეს დაძაბულობა და ყველაფერი. არ ვიცი, მაგრამ არასასიამოვნოა.

ბევრი რამეა დასაფიქრებელი, რასაც უნდა გაეცეს პასუხი, ასე ადვილად არ შეიძლება. ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც უნდა დაფიქრდეს და რაც მთავარია, ხელისუფლება“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, თუ რა მოისმინა მან გიორგი ნაკაშიძის საქმეზე დაკითხული პოლიციელებისგან და რამდენად იყო ის დამაჯერებელი, დოლიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

"პოლიციელებისგან ნორმალური არაფერი მომისმენია. არ შეიძლება, 40 მეტრში ვიყავიო, კაცი ამბობს, არც მესმოდა რა იყოო, მეორე ამბობს, 10 მეტრში ვიყავიო, იქ ისეთი ამბავი იყო, ამ ხმაურში, როგორ შეიძლება ზუსტად იცოდე, რა ხდებოდა და მაინც და მაინც გაიგონო ყველაფერი. რაღაც არ მჯერა“, - განაცხადა დოლიძემ.