ავტორი:

"პიროტექნიკის სროლა კი არა, ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო" - გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე

"პიროტექნიკის სროლა კი არა, ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო" - გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე

"რაც ახლა ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმიც და დაბალი მორალური მდგომარეობა, გაბოროტება, დისციპლინის არარსებობა", - ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე "ბათუმელებთან“ ინტერვიუში და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში.

  • 2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ ცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს და ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ერთი ის, რომ ამას გმირობა სჭირდება, მეორე – ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის.

რაც ახლა ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმიც და დაბალი მორალური მდგომარეობა, გაბოროტება, დისციპლინის არარსებობა… თუ ამას აკეთებს პოლიციელი თავისი ნებით –ეს უდისციპლინობაა, თუ ზემდგომის ბრძანებით – ეს დაბალი მორალის და შიშის მაჩვენებელია, ვინაიდან მათ აქვთ კანონიერი უფლება არ შეასრულონ ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონებს". ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ბმულზე - "ბათუმელები"