კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლეში გათბობაა გამორთული და მხოლოდ ორი ოთახი თბება ამის შესახებ ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა.
"დღეს ვიყავი ორბელიენის სასახლეში და გათბობა აქვთ გამორთული.
ეს პირველად კი არ ხდება, სხვათა შორის, ორი კვირის წინ როცა ვიყავი, რატომ არის სიცივე-მეთქი, არ გვათბობენო და გამათბობლები დგას, 90-იან წლებში რომ იყო, წარმოგიდგენიათ? ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა მდაბიო ხალხთან გვაქვს საქმე", - ამბობს ხაზარაძე.