ქართული ბრძანება "სმენა!“ ვერასოდეს გახდება რუსული „კომანდა სმირნა!“, - ამბობს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე ზურაბ ჯიბუტი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორიითა და პოზიციით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება, უარს ამბობს ხმამაღალი განცხადებების გაკეთებაზე, ჟურნალისტებთან საუბარსაც ერიდება. „კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიურად შეძლო მისგან ინტერვიუს აღება.
რატომ დგას რუსთაველზე
ქართველი სამხედრომ დღეს, როდესაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, ზურა ჯიბუტი მანქანაში ჩაჯდა და გურიიდან თბილისში ჩამოვიდა. მას შემდეგ იგი რუსთაველის გამზირზე დგას. ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე იმისთვის არ დგას, რომ რომელიმე პარტიას ან ლიდერს დაუჭიროს მხარი. ის აქ დგას იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
"2012 წლის 26 მაისს ფიცი დავდე ჩემი ქვეყნისა და უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, რომ ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. დღემდე ვრჩები ამ ფიცის ერთგული. შესაბამისად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ რუსული ინტერესების წინააღმდეგ", - ამბობს ჯიბუტი.
უკრაინიდან საქართველოში ზუსტად არჩევნების წინადღეებში ჩამოვიდა. მიზეზი ის იყო, რომ უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გახსნეს, მას კი საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება სურდა. ამბობს, რომ არ მინდოდა, ჩემი ხმა დაკარგულიყოო.
"მე ვნახე ბუჩა, გოსტომელი და არ მინდა ამ ყველაფრის საქართველოში გამეორება"
პროფესიით სამხედრო ზურა ჯიბუტი მიიჩნევს, რომ რუსეთი მისი ქვეყნის ყველაზე ვერაგი მტერია. ამიტომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩაერთო რუსული საოკუპაციო ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამბობს, რომ მისი ბრძოლის ერთადერთი მოტივი და მიზანი რუსეთის დამარცხებაა. მისთვის მტერი ყველგან მტერია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დამარცხდება...განაგრძეთ კითხვა