რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. ქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს.
მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტის წევრები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობისას მოქალაქეები სკანდირებდნენ: “საქართველო! სანქციები!”
ამასთან, ევროპარლამენტარებმა მსვლელობისას საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს და აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: