პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს“ - რასა იუკნევიჩიენე
“ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს“ - რასა იუკნევიჩიენე

“ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ ოჯახ­ში გვჭირ­დე­ბა, არა მხო­ლოდ ჩვენ ვჭირ­დე­ბით ქარ­თვე­ლებს, ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო ბრძო­ლაა ევ­რო­პუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტის შევ­სე­ბის­თვის “ნაც­რის­ფე­რი“ სივ­რცე­ე­ბის გა­რე­შე“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდა.


  • მისი თქმით, ევ­რო­პა უნდა ებ­რძო­ლოს ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რე­ბიც კრემ­ლის სცე­ნა­რებს ას­რუ­ლე­ბენ - სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოლ­დო­ვა­ში, რუ­მი­ნეთ­ში თუ სად­მე ევ­რო­კავ­ში­რის მი­წა­ზე.

“ჩვენ ერ­თად ვართ, რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. ჩვენ აქ ვართ, რათა ხალ­ხს ვე­სა­უბ­როთ და გა­დავ­ცეთ მე­სი­ჯი ევ­რო­კავ­შირ­ში სხვა ინ­სტი­ტუ­ტებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ევ­რო­კო­მი­სია, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო, და­ი­წყონ მოქ­მე­დე­ბა და თავი არ და­ა­ნე­ბონ მათ, ვინც ხალ­ხს არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა, ვინც ქუ­ჩა­ში ხალ­ხს სცემს, ვინც ძა­ლა­დო­ბას იყე­ნებს.


ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ ოჯახ­ში გვჭირ­დე­ბა, არა მხო­ლოდ ჩვენ ვჭირ­დე­ბით ქარ­თვე­ლებს. ასე რომ, ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო ბრძო­ლაა ევ­რო­პუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტის შევ­სე­ბის­თვის “ნაც­რის­ფე­რი” სივ­რცე­ე­ბის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის­თვის გა­და­საყ­ლა­პად არის დარ­ჩე­ნი­ლი.


ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის იბ­რძვის, ისი­ნი და­ნარ­ჩე­ნი ევ­რო­პუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტის­თვი­საც იბ­რძვი­ან, რათა ჰქონ­დეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ისე­თი დიქ­ტა­ტუ­რე­ბის გა­რე­შე, რო­გო­რი­ცაა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი, პირ­ველ რიგ­ში. და უნდა ვებ­რძო­ლოთ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რე­ბიც კრემ­ლის სცე­ნა­რებს ას­რუ­ლე­ბენ - იქ­ნე­ბა ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოლ­დო­ვა­ში, რუ­მი­ნეთ­ში თუ სად­მე ევ­რო­კავ­ში­რის მი­წა­ზე.


ასე რომ, ხალ­ხი არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის იბ­რძვის, ისი­ნი იბ­რძვი­ან აქ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. და ამ ხალ­ხის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რო­მე­ლიც აქ დგას, მე მათ მხა­რეს ვარ. თქვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს ხართ”, - გა­ნა­ცხა­და იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.


  • ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ისა­უბ­რა მისი და მისი კო­ლე­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­იწ­ვი­ონ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის შემ­დეგ სე­სი­ა­ზე, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც მომ­დევ­ნო კვი­რას იგეგ­მე­ბა.

“შვიდ­მა ჩვენ­გან­მა, ვინც აქ ვართ, უკვე გა­ვა­კე­თეთ წე­რი­ლი იმ მო­თხოვ­ნით, რომ მომ­დევ­ნო კვი­რის დღის წეს­რი­გი გა­და­ი­ხე­დოს და იმე­დი გვაქვს, რომ მოგ­ვის­მე­ნენ. [პა­სუ­ხი] ჯერ არ მიგ­ვი­ღია,” - გა­ნა­ცხა­და იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.


  • ევ­რო­დე­პუ­ტა­ტის თქმით, კო­ლე­გებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა, რათა ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის ნა­თე­ლი მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნონ: “არა მარ­ტო ისა­უბ­რონ, არა­მედ იმოქ­მე­დონ“.

“ახ­ლან­დე­ლი რე­ჟი­მი შე­უ­სა­ბა­მოა. ასე რომ, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა. [ევ­რო­პუ­ლი გზა] წე­რია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში.


ჩვენ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, მივ­ყვე­ბით [ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის] მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას.


აქ ვართ ფაქ­ტე­ბის დად­გე­ნის მი­სი­ით, ასე­ვე, იმ ხალ­ხთან სა­ლა­პა­რა­კოდ, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად ევ­რო­პუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. ვი­ნა­ი­დან, ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს არ ეხე­ბა. ასე­ვე, გვაქვს მოლ­დო­ვა, რუ­მი­ნე­თი, სა­დაც იგი­ვე სცე­ნა­რია. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. რაც ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა გა­ა­კე­თოს - მხა­რი და­უ­ჭი­როს ყვე­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლს და არ ეში­ნო­დეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის, ვი­ნა­ი­დან, ყვე­ლა­ფე­რი ამ კონ­კრე­ტუ­ლი ცენ­ტრი­დან მო­დის…


აქ ვართ არა მხო­ლოდ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­სა­ხა­ტად, ჩვენ­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ასე­ვე ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის ბიძ­გის მი­სა­ცე­მად - ევ­რო­კო­მი­სი­ის­თვის ან ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს­თვის - ძა­ლი­ან ნა­თე­ლი მე­სი­ჯის გა­საგ­ზავ­ნად არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, რათა ვუ­ბიძ­გოთ მათ მოქ­მე­დე­ბის­კენ, რათა არა მხო­ლოდ ისა­უბ­რონ, არა­მედ იმოქ­მე­დონ კი­დე­ვაც”, - გა­ნა­ცხა­და იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე მი­ვიდ­ნენ.


  • ნი­დერ­ლან­დე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, რა­ი­ნიე ვან ლან­შო­ტა; ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­ჰალ შჩერ­ბა (პო­ლო­ნე­თი); ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ტო­ბი­ას კრე­მე­რი (გერ­მა­ნია); ლი­ე­ტუ­ვე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნე და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი სერ­გეი ლა­გო­დინ­სკი (გერ­მა­ნია) პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლებს მსვლე­ლო­ბით შე­უ­ერ­თდნენ.

მსვლე­ლო­ბი­სას დიპ­ლო­მა­ტებს მო­ქალ­ქე­ე­ბი ტა­შით და ოვა­ცი­ე­ბით ხვდე­ბოდ­ნენ.


ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
ავტორი:

“ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს“ - რასა იუკნევიჩიენე

“ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს“ - რასა იუკნევიჩიენე

“ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის “ნაცრისფერი“ სივრცეების გარეშე“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომელსაც კოლეგებთან ერთად შეუერთდა.


  • მისი თქმით, ევროპა უნდა ებრძოლოს ადამიანებს, როგორებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ - საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე.

“ჩვენ ერთად ვართ, როგორც ევროპარლამენტის წევრები. ჩვენ აქ ვართ, რათა ხალხს ვესაუბროთ და გადავცეთ მესიჯი ევროკავშირში სხვა ინსტიტუტებს, როგორებიცაა ევროკომისია, ევროპული საბჭო, დაიწყონ მოქმედება და თავი არ დაანებონ მათ, ვინც ხალხს არჩევნები მოიპარა, ვინც ქუჩაში ხალხს სცემს, ვინც ძალადობას იყენებს.


ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს. ასე რომ, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის “ნაცრისფერი” სივრცეების გარეშე, რომლებიც რუსეთისთვის გადასაყლაპად არის დარჩენილი.


ქართველი ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, ისინი დანარჩენი ევროპული კონტინენტისთვისაც იბრძვიან, რათა ჰქონდეთ თავისუფლება ისეთი დიქტატურების გარეშე, როგორიცაა პუტინის რეჟიმი, პირველ რიგში. და უნდა ვებრძოლოთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ - იქნება ეს საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე.


ასე რომ, ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, ისინი იბრძვიან აქ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. და ამ ხალხის მადლობელი ვარ, რომელიც აქ დგას, მე მათ მხარეს ვარ. თქვენ, ქართველი ხალხი, ისტორიის სწორ მხარეს ხართ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.


  • ევროპარლამენტარმა ისაუბრა მისი და მისი კოლეგების ინიციატივაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიწვიონ ევროპარლამენტის შემდეგ სესიაზე, რომლის ჩატარებაც მომდევნო კვირას იგეგმება.

“შვიდმა ჩვენგანმა, ვინც აქ ვართ, უკვე გავაკეთეთ წერილი იმ მოთხოვნით, რომ მომდევნო კვირის დღის წესრიგი გადაიხედოს და იმედი გვაქვს, რომ მოგვისმენენ. [პასუხი] ჯერ არ მიგვიღია,” - განაცხადა იუკნევიჩიენემ.


  • ევროდეპუტატის თქმით, კოლეგებთან ერთად თბილისში იმყოფება, რათა ევროპული ინსტიტუტებისთვის ნათელი მესიჯის გაგზავნონ: “არა მარტო ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ“.

“ახლანდელი რეჟიმი შეუსაბამოა. ასე რომ, ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება. [ევროპული გზა] წერია საქართველოს კონსტიტუციაში.


ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, მივყვებით [ევროპარლამენტის] მიღებულ რეზოლუციას.


აქ ვართ ფაქტების დადგენის მისიით, ასევე, იმ ხალხთან სალაპარაკოდ, რომლებიც ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ მთლიანად ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვინაიდან, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ასევე, გვაქვს მოლდოვა, რუმინეთი, სადაც იგივე სცენარია. ასევე, უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს - მხარი დაუჭიროს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს და არ ეშინოდეს, უპირველეს ყოვლისა, პუტინის რეჟიმის დამარცხების, ვინაიდან, ყველაფერი ამ კონკრეტული ცენტრიდან მოდის…


აქ ვართ არა მხოლოდ სოლიდარობის გამოსახატად, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩვენი ინსტიტუტებისთვის ბიძგის მისაცემად - ევროკომისიისთვის ან ევროპული საბჭოსთვის - ძალიან ნათელი მესიჯის გასაგზავნად არსებული ვითარების შესახებ, რათა ვუბიძგოთ მათ მოქმედებისკენ, რათა არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ კიდევაც”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.


  • ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ.

მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ.


ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი


იხილეთ ასევე: