პოლიტიკა
მსოფლიო

12

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:31-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 05:08-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. აგრეთვე არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა - მემკვიდრეობა, რომელიც მწერალმა დაგვიტოვა
12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა - მემკვიდრეობა, რომელიც მწერალმა დაგვიტოვა

12 დე­კემ­ბე­რი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა. მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კოსს ეკუთ­ვნის მო­თხრო­ბა­თა კრე­ბუ­ლე­ბი: „გზა“, „ძია შო­თას ბა­დია“, არა­კე­ბის კრე­ბუ­ლი „თაფ­ლის წვე­თი“, კრი­ტი­კულ-პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი, სცე­ნა­რე­ბი და სტა­ტი­ე­ბი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კი­თხებ­ზე; უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რო­მა­ნე­ბი: „დათა თუ­თაშ­ხია“, „გორა მბორ­გა­ლი“ და „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“.

1944 წელს მწე­რა­ლი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყო „სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის მზა­დე­ბის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლის წევ­რო­ბის­თვი­საც მწე­რა­ლი და­ა­კა­ვეს, „თეთ­რი გი­ორ­გი“ ერ­ქვა. 1944 წლის აპ­რილ­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. პრო­კუ­რო­რის მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ ის ლმო­ბი­ე­რად ჩათ­ვა­ლა და უმაღ­ლე­სი ზო­მით – დახ­ვრე­ტით შეც­ვა­ლა.მი­უ­ხე­და­ვად უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი­სა, მწე­რა­ლი სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მისი რო­მა­ნი „დათა თუ­თაშ­ხია“ სწო­რედ პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის­გან მოს­მე­ნი­ლი ის­ტო­რი­ით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი რო­მა­ნის ფა­ბუ­ლას სა­ფუძ­ვლად უდევს სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ სა­ჩი­ნოს მკვიდრ გუძა შე­ლი­ას და მის მა­მი­დაშ­ვილ შალ­ვა კვა­რა­ცხე­ლი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ერთი მო­ნაკ­ვე­თი. შე­ლი­ას 1930-40-იან წლებ­ში უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და იმ­დრო­ინ­დელ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რის გა­მოც მო­უ­წია გა­აბ­რა­გე­ბა. კვა­რა­ცხე­ლია მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო და გუ­ძას აბ­რა­გო­ბა კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ხელს უშ­ლი­და. სწო­რედ მისი რჩე­ვით ჩა­ბარ­და გუძა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან შალ­ვა დაჰ­პირ­და, რომ ერთ წე­ლი­წად­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნებ­და, მაგ­რამ მან ეს და­ნა­პი­რე­ბი არ შე­ას­რუ­ლა. გუძა შე­ლია შეხ­ვდა ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში 1945 წელს, რო­დე­საც ჭა­ბუა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყო ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გუ­ძამ ჭა­ბუ­ას მო­უყ­ვა თა­ვი­სი ამ­ბა­ვი, რაც მწე­რალ­მა შემ­დგომ­ში გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი რო­მა­ნის ფა­ბუ­ლად. გუძა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას მოკ­ლეს.

16 დე­კემ­ბერს გა­მო­ი­ცე­მა ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ხუ­თტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ეს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნობ და საყ­ვა­რელ რო­მა­ნებს, მო­თხრო­ბებს, ეტი­უ­დებ­სა და ჩა­ნა­წე­რებს მო­ი­ცავს, ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რია ჭა­ბუ­ას შე­მოქ­მე­დე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის.

ხუ­თტო­მე­ულ­ში შე­სუ­ლია ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა „დათა თუ­თაშ­ხია“, „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ და „გორა მბორ­გა­ლი“, ასე­ვე „ფრაგ­მენ­ტე­ბი“ – ამო­ნა­რი­დე­ბი ავ­ტო­რის პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან და სა­ჯა­რო მი­მარ­თვე­ბი­დან.

თი­თო­ე­უ­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე, ისე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

ბ-ონ ჭაბუა ამირეჯიბმა ქაერთველებს დაგვიტოვა გარდა ყველაფერი დიდებულისა, ის რომ ჩვენ ქართველებს ყოველთვის გვევალება თავაწეული ვიაროთ ყველგან და ყოველთვის.

კაცმა რომ თქვას.
0

გთხოვთ, ვინმე თუ იტყვის, რომელი ნაწარმოებია მსგავსი უცხო ლიტერატურული ნაწარმოები? ერთი ან რამოდენიმე.როგორიც არის "დათა თუთაშხია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ამბობს ექიმი, რომლის დასმულმა დიაგნოზმა საზოგადოება გააოცა

12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა - მემკვიდრეობა, რომელიც მწერალმა დაგვიტოვა

12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა - მემკვიდრეობა, რომელიც მწერალმა დაგვიტოვა

12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა. მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: „გზა“, „ძია შოთას ბადია“, არაკების კრებული „თაფლის წვეთი“, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები და სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე; უმნიშვნელოვანესი რომანები: „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“ და „გიორგი ბრწყინვალე“.

1944 წელს მწერალი დაპატიმრებული იყო „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ მონაწილეობისთვის. ორგანიზაციას, რომლის წევრობისთვისაც მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში ჭაბუა ამირეჯიბს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და უმაღლესი ზომით – დახვრეტით შეცვალა.მიუხედავად უმაღლესი სასჯელისა, მწერალი საპატიმროდან გათავისუფლდა.

მისი რომანი „დათა თუთაშხია“ სწორედ პატიმრობის პერიოდში რეალური პიროვნებისგან მოსმენილი ისტორიით არის შთაგონებული. უფრო კონკრეტულად კი რომანის ფაბულას საფუძვლად უდევს სამეგრელოს სოფელ საჩინოს მკვიდრ გუძა შელიას და მის მამიდაშვილ შალვა კვარაცხელიას შორის ურთიერთობის ერთი მონაკვეთი. შელიას 1930-40-იან წლებში უთანხმოება ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან, რის გამოც მოუწია გააბრაგება. კვარაცხელია მაღალი თანამდებობის პირი იყო და გუძას აბრაგობა კარიერულ წინსვლაში ხელს უშლიდა. სწორედ მისი რჩევით ჩაბარდა გუძა ხელისუფლებას, რადგან შალვა დაჰპირდა, რომ ერთ წელიწადში გაათავისუფლებინებდა, მაგრამ მან ეს დანაპირები არ შეასრულა. გუძა შელია შეხვდა ჭაბუა ამირეჯიბს ორთაჭალის ციხეში 1945 წელს, როდესაც ჭაბუა დაპატიმრებული იყო ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. გუძამ ჭაბუას მოუყვა თავისი ამბავი, რაც მწერალმა შემდგომში გამოიყენა თავისი რომანის ფაბულად. გუძა ციხიდან გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

16 დეკემბერს გამოიცემა ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეული, რომელიც ავტორის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. ეს წიგნები, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ რომანებს, მოთხრობებს, ეტიუდებსა და ჩანაწერებს მოიცავს, ნამდვილი საჩუქარია ჭაბუას შემოქმედების მოყვარულებისთვის.

ხუთტომეულში შესულია ისეთი შედევრები, როგორიცაა „დათა თუთაშხია“, „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“, ასევე „ფრაგმენტები“ – ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.

თითოეული ტომი თვეში ერთხელ გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე წიგნის მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

NS