ავტორი:

ამ წუთებში 36 წლის ბექა მინდორაშვილის პროცესი მიმდინარეობს - რა ხდება სასამართლო დარბაზში

ამ წუთებში 36 წლის ბექა მინდორაშვილის პროცესი მიმდინარეობს - რა ხდება სასამართლო დარბაზში

თბილისის საქალაქო სასამართლოში 36 წლის ბექა მინდორაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან.

  • დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი აღნიშნულის გადაწყვეტას სასამართლოს მიანდობს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბექა მინდორაშვილი ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია. როგორც ამბობენ, მოკლულ ახალგაზრდას, ლაშა ამირეზაშვილს დამნაშავე არც კი იცნობდა. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს მისი ადვოკატი ილია ლომია:

"ადრე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, გონებრივი ჯანმრთელობის სისუსტე, ფსიქიატრიულში ნამყოფია. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიუტოვებია ბოლო დროს პრეპარატების მიღება. ისე იღებდა მედიკამენტებს. ბრალდებული პირი არის წარმოშობით კახეთიდან. ბრალი წარედგინა, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე, მეტ დეტალს ცოტა მოგვიანებით გეტყვით" - გვითხრა ადვოკატმა.

წაიკითხეთ ასევე: