ავტორი:

ქუთაისში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

ქუთაისში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

ქუთაისში ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი ზესტაფონელი საბა გუნიავაა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ის ქუთაისში ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. უბედური შემთხვევა სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ტაქსით სახლში ბრუნდებოდა.

ავტომობილი ხეს შეეჯახა. ბიჭი და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია:

"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული ფაკულტეტი, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ ტრაგიკულად დაიღუპა ტურიზმის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი საბა გუნიავა. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს,ახლობლებს და მეგობრებს!" - ნათქვამია ინფორმაციაში.