პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში: შეხვედრა პრეზიდენტთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან - რა განცხადებები კეთდება
ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში: შეხვედრა პრეზიდენტთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან - რა განცხადებები კეთდება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან შეხ­ვედ­რას მარ­თავს.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­ნამ­დე, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­საც შეხ­ვდნენ, კერ­ძოდ, „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“, „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, შეხ­ვედ­რა ასე­ვე, და­გეგ­მი­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და მე­დი­ას­თან.

  • რა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის მხრი­დან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ?

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია:

"ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მა­ნამ სა­ნამ არის მი­ტა­ცე­ბუ­ლი, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში. ეს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი სა­უ­კე­თე­სო ქო­მა­გი, ვინც და­სავ­ლე­თი­დან ჩა­მო­ვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რი, მსგავ­სად დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი­სა, მე ვფიქ­რობ, უკვე აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და შე­მუ­შა­ვე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ებს სჭირ­დე­ბა აღ­სრუ­ლე­ბა. რე­ზო­ლუ­ცი­ას რო­დე­საც გა­მოს­ცემ, უნდა აღ­სრულ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ასეთ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ფა­სიც კი და­კარ­გოს. გა­სა­გე­ბია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბია, ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­მას­რუ­ლე­ბელ რგოლს უნდა ეთა­მა­შა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი დღემ­დე. მე ვფიქ­რობ, ის აუ­ცი­ლებ­ლად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. უბ­რა­ლოდ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ მათ მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პო­ზი­ცია და გა­მო­ცე­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი რე­ზო­ლუ­ცია არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი, მაგ­რამ იმ კონ­ტექ­სტში, რო­დე­საც კვი­რი­დან კვი­რამ­დე, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, ასო­ბით ადა­მი­ანს აწა­მე­ბენ და რე­ჟი­მი სულ უფრო ბრუ­ტა­ლუ­რი ხდე­ბა, არც ერთი დღე და­სა­კარ­გი არ არის. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე ვფიქ­რობ, ისი­ნი ყუ­რად იღე­ბენ ნა­წა­მე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბა­სა და სურ­ვილს,“ - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

"ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი თინა ბო­კუ­ჩა­ვა:

რეპ­რე­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ხი­ლეთ, ადას­ტუ­რებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ხალ­ხს არ იც­ნობს და ამ რეპ­რე­სი­ებ­მა ჩვენ შეგ­ვა­კავ­ში­რა და დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ დღეს ნამ­დვი­ლად გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ინ­ტერფრაქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფი ჩა­მო­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად.

გა­ნი­ხი­ლე­ბა სან­ქცი­ე­ბი. წინა მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე, რო­მელ­საც მეც ვეს­წრე­ბო­დი ბრი­უ­სელ­ში, მა­შინ ჯერ კი­დევ სა­უ­ბა­რი იყო ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა­ზე, ახლა ვი­ცით, რომ ბრი­უ­სელ­ში სა­უ­ბა­რია ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზეც, ისვე რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ებ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა ამას კონ­სენ­სუ­სი სჭირ­დე­ბა, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვილს მო­კავ­ში­რე ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი საბ­ჭო­ში ბლო­კავს, თუმ­ცა გა­ნი­ხი­ლე­ბა ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, იმის­თვის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის შე­ზღუდ­ვა მოხ­დეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან“,- გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე:

„პირ­ველ რიგ­ში, უნდა გვეს­მო­დეს, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­სუ­ლი არი­ან, ჩვე­ნი ხალ­ხის, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დიდი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ის რომ ისი­ნი კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებს აკე­თე­ბენ „ქარ­თუ­ლი ონე­ბის“, ეს არის სწო­რედ იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რჩე­ბი­ან ჩვე­ნი ხალ­ხის ერ­თგუ­ლი. ეს კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი არის ობი­ექ­ტუ­რი და ის ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ქვე­ყა­ნამ არ და­კარ­გოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. დღეს გვქონ­და სა­უ­ბა­რი იმ ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­შია შექ­მნი­ლი. ცხა­დია, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის უც­ვლე­ლი, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ით. ეს შე­ა­რი­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ეს თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებს შემ­დგომ ეს­კა­ლა­ცი­ას. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­წელ­ვა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ თა­ვის მო­კა­ტუ­ნე­ბა, ვი­თომ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­ამ­ძი­მებს ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ ჩვენ ყვე­ლამ უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ გან­ვმუხ­ტოთ ეს სი­ტუ­ა­ცია და გან­მუხ­ტვის ერ­თა­დერ­თი გზა არის შე­თან­ხმე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში: შეხვედრა პრეზიდენტთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან - რა განცხადებები კეთდება

ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში: შეხვედრა პრეზიდენტთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან - რა განცხადებები კეთდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს.

  • როგორც ცნობილია, მანამდე, ევროპარლამენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ, კერძოდ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

  • რა განცხადებები გაკეთდა ოპოზიციური პარტიის ლიდერების მხრიდან შეხვედრის შემდეგ?

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა მელია:

"ყველასთვის ცხადია, რომ ქართული სახელმწიფო მანამ სანამ არის მიტაცებული, არის საერთაშორისო იზოლაციაში. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ნებისმიერი საუკეთესო ქომაგი, ვინც დასავლეთიდან ჩამოვა, საერთაშორისო პარტნიორი, მსგავსად დღევანდელი ჩვენი სტუმრებისა, მე ვფიქრობ, უკვე აცნობიერებენ, რომ გაკეთებულ განცხადებებს და შემუშავებულ რეზოლუციებს სჭირდება აღსრულება. რეზოლუციას როდესაც გამოსცემ, უნდა აღსრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთმა რეზოლუციამ შეიძლება ფასიც კი დაკარგოს. გასაგებია, რომ ევროკავშირის ფარგლებში სხვადასხვა ინსტიტუტებია, ამ შემთხვევაში აღმასრულებელ რგოლს უნდა ეთამაშა მნიშვნელოვანი როლი დღემდე. მე ვფიქრობ, ის აუცილებლად ადეკვატური იქნება ქართველი ხალხის ნების აღსრულების პროცესში. უბრალოდ, ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია და გამოცემული ნებისმიერი რეზოლუცია არის მისასალმებელი, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც კვირიდან კვირამდე, თბილისის ქუჩებში, ასობით ადამიანს აწამებენ და რეჟიმი სულ უფრო ბრუტალური ხდება, არც ერთი დღე დასაკარგი არ არის. ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, ისინი ყურად იღებენ ნაწამები ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს,“ - განაცხადა მელიამ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა:

რეპრესიები, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ხალხს არ იცნობს და ამ რეპრესიებმა ჩვენ შეგვაკავშირა და დაგვარწმუნა იმაში, რომ დღეს ნამდვილად გადამწყვეტი ბრძოლაა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ჩამოსულია საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

განიხილება სანქციები. წინა მინისტერიალზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი ბრიუსელში, მაშინ ჯერ კიდევ საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ახლა ვიცით, რომ ბრიუსელში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაზეც, ისვე როგორც ინდივიდუალური სანქციებზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, თუმცა ამას კონსენსუსი სჭირდება, რომელსაც ივანიშვილს მოკავშირე ვიქტორ ორბანი საბჭოში ბლოკავს, თუმცა განიხილება ყველა ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე:

„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩამოსული არიან, ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მეგობრები არიან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დიდი მხარდამჭერები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ ისინი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ „ქართული ონების“, ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანები რჩებიან ჩვენი ხალხის ერთგული. ეს კრიტიკული შეფასებები არის ობიექტური და ის ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. დღეს გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ცხადია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით. ეს შეარიგებს საზოგადოებას, ეს თავიდან აგვარიდებს შემდგომ ესკალაციას. ამ გადაწყვეტილების გაწელვა, „ქართული ოცნების“ მიერ თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ განვმუხტოთ ეს სიტუაცია და განმუხტვის ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე”, - განაცხადა ჯაფარიძემ.