როდესაც სადღესასწაულო დესერტებზე ვფიქრობთ, ალბათ ბევრს ნაყინი ყველაზე ბოლოს გაახსენდება. თუმცა, ის იდეალურ საფუძველს წარმოადგენს საუცხოო დესერტებისთვის და უსასრულო შესაძლებლობებს ქმნის კულინარიულ ინოვაციებში. მართალია, ნაყინი ზაფხულთან და სასიამოვნო სიგრილესთან ასოცირდება, მაგრამ ის შეიძლება იქცეს ზამთრის დესერტების მთავარ კომპონენტად.
ნაყინი შეგიძლიათ აქციოთ მდიდრულ და კრეატიულ დესერტებად, რომლებიც საახალწლო განწყობის ჯადოსნურობას იდეალურად წარმოაჩენს. მდიდარი, ნაღების პუდინგიდან დაწყებული - ფენებიან ტორტამდე დამთავრებული, ნაყინი ტრადიციულ საახალწლო არომატებს ახალი სიმსუბუქით შეავსებს და დღესასწაულს კიდევ უფრო გემრიელს გახდის.
თქვენთვის 3 საოცარი რეცეპტი მოვიძიე, რომელთა მომზადებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ და ამასთან ერთად, სტუმრებსაც გააოცებთ:
საშობაო „ზუკოტო“
ზუკოტო არის უნიკალური დესერტი, რომელიც აერთიანებს შობის პუდინგისა და ნაყინის ტორტის საუკეთესო გემოებს. მისი მომზადება მარტივი და სახალისოა, ხოლო შედეგი – ნამდვილად შთამბეჭდავი.
ინგრედიენტები
ტორტის ბისკვიტისთვის:
- 250 გ ფქვილი (დაახლოებით 2 ჭიქა)
- 440 გ შაქარი (დაახლოებით 2 ჭიქა)
- ¼ ჩ/კ მარილი
- 225 გ კარაქი
- 4 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 250 მლ წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა)
- 125 მლ არაჟანი ან კეფირი (დაახლოებით ½ ჭიქა)
- 2 კვერცხი, მსუბუქად ათქვეფილი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
შიგთავსისთვის:
- პალომას ნაყინი „კრემბრულე“ 1 ლიტრი
ზემოდან დასაფარად:
- 2 ს/კ კაკაო
- 35 გ შავი შოკოლადი
- 35 მლ ნაღები
ტორტის მომზადება
- საცხობ ფორმაში მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი. გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე.
- აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი.
- მცირე ქვაბში გაადნეთ კარაქი, კაკაო და წყალი, სანამ ბუშტები არ წარმოიქმნება. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ფქვილის ნარევში. მსუბუქად აურიეთ.
- ცალკე ჯამში აურიეთ არაჟანი, კვერცხები, სოდა და ვანილის ექსტრაქტი. ჩაამატეთ შოკოლადის მასაში და კარგად აურიეთ.
- მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ.
ზუკოტოს აწყობა
- ნაყინი ცოტა ხნით ამოიღეთ მაცივრიდან.
- 1.5 ლიტრიანი ფორმაში ჩააფინეთ ორმაგი ფენა პოლიეთილენის ქაღალდი.
- ტორტის ბისკვიტი მოათავსეთ ფორმის ფსკერზე. შემდეგ ტორტის ნაჭრებით დაფარეთ ფორმის გვერდები, მაქსიმალურად შეამცირეთ ღარები.
- შიგნით ჩაასხით რბილი ნაყინი, კარგად გაასწორეთ ზედაპირი და დაფარეთ პოლიეთილენის ქაღალდით და ალუმინის ქაღალდის ფენით. შედეთ მაცივარში მინიმუმ ერთი ღამით.
- დესერტის მირთმევის წინ მოამზადეთ განაში: შოკოლადი და ნაღები მოათავსეთ პატარა ჯამში და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში, შემდეგ კარგად აურიეთ.
- ზუკოტო გამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და ზემოდან მოასხით განაში. სურვილისამებრ დაამატეთ შობის დეკორაცია.
საშობაო პუდინგი
დრო: მომზადება – 45 წუთი, გაყინვა – 9 საათი; პორცია: 8
ინგრედიენტები
ნაყინის პუდინგისთვის:
- „პალომას“ ვანილის ნაყინი 2 ლიტრი
- ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- ½ ჩ/კ დაფქული მუსკატის კაკალი
- ¼ ჩ/კ დაფქული მიხაკი
- ¼ ჭიქა (40გ) შერეული ციტრუსის ცედრა
- ¼ ჭიქა (55გ) დაჭრილი ჯანჯაფილი
- ¼ ჭიქა (40გ) მოცვი
- ¼ ჭიქა (40გ) ქიშმიში
- ¼ ჭიქა (35გ) მსუბუქად მოხალული ფისტა
- ¼ ჭიქა (40გ) მსუბუქად მოხალული ნუში
მერინგისთვის:
- 3 კვერცხის ცილა
- ½ ჭიქა (110გ) მუქი ყავისფერი შაქარი
კარამელისთვის:
- 500 გ ალუბალი, გაჭრილი და კურკაგამოცლილი
- ¼ ჭიქა (55გ) თეთრი შაქარი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
მომზადების წესი
ნაყინის პუდინგი:
- 2 ლიტრიან ფორმას დაფარეთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ გვერდებზე კიდეები გადმოიკეცოს.
- ნაყინის მომზადება: დიდი ჯამი შედგით მაცივარში გასაცივებლად. ნაყინი გამოიღეთ მაცივრიდან და გააჩერეთ 5 წუთი, რომ ოდნავ დარბილდეს.
- ინგრედიენტების დამატება: გაყინულ ჯამში მოათავსეთ ნაყინი და დაუმატეთ სანელებლები. მსუბუქად აურიეთ მეტალის კოვზით, ისე რომ ნაყინი არ გადნეს. დაამატეთ ციტრუსის ცედრა, ჯანჯაფილი, მოცვი, ქიშმიში, ფისტა და ნუში. ნარევი მოათავსეთ ფორმაში, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდის კიდეები და შედგით მაცივარში 8 საათით ან სანამ კარგად გაიყინება.
მერინგა (ბეზე):
- მერინგის მომზადება: სუფთა ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილები და ათქვიფეთ ელექტრო მიქსერით საშუალო სიჩქარეზე, სანამ ქაფს არ მიიღებთ. ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ არ მიიღებთ მტკიცე, პრიალა კონსისტენციას.
- ალუბლების მომზადება:
- კარამელიზირებული ალუბლები: ჯამში მოათავსეთ ალუბლები, შაქარი და ლიმონის წვენი. აურიეთ და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით, დროდადრო მოურიეთ, რათა წვენი გამოიყოს.
პუდინგის აწყობა:
- პუდინგის აწყობა: პუდინგის ფორმიდან ამოიღეთ ნაყინი, მოხსენით პერგამენტის ქაღალდი. სუფთა კოვზით წაუსვით მერინგა ნაყინზე დეკორატიულად.
- მერინგის გამოცხობა: სამზარეულოს გაზის მოსაბრაწი ინსტრუმენტის გამოყენებით მსუბუქად დაწვით მერინგის ზედაპირი, რომ ოქროსფერი გახდეს.
სერვირება:
- პუდინგის გაჭრა: დაჭერით პუდინგი ნაჭრებად, თითოეულ ნაჭერს დაადეთ კარამელიზებული ალუბლები და დაუყოვნებლივ მიირთვით.
შობის ნაყინის ტორტი
ეს მარტივი ნაყინის ტორტი იდეალური შობის დესერტია, რომელიც ყველა სტუმარს გააოცებს!
ინგრედიენტები:
- 445გ (2 ½ ჭიქა) შერეული ხილი
- 65გ (½ ჭიქა) მოხალული ნუში
- 60გ (⅓ ჭიქა) გაცრილი შაქრის პუდრა
- 2 ს/კ ბრენდი, შერი ან სასურველი ლიქიორი
- 1 ფორთოხლის ნაჭედი ცედრა
- 1 ლიმონის ნაჭედი ცედრა
- 1 ჩ/კ შერეული სანელებლები
- „პალომას“ ნაყინი სტრაჩატელა 2 ლიტრი
- 200გ შავი შოკოლადი, დაჭრილი
- ალუბალი (Glacé Cherries), მოსართავად
- შოკოლადის ნატეხები, გასაფორმებლად
მომზადების წესი:
ნაყინის ტორტის ბაზის მომზადება:
- ფორმის მომზადება: 1.5 ლიტრიანი ფორმა წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ პოლიეთილენის ქაღალდი ისე, რომ გვერდებზე გადმოიკეცოს.
- შერეული ხილის მომზადება: დიდ ჯამში აურიეთ შერეული ხილი, ნუში, შაქრის პუდრა, ბრენდი, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა და შერეული სანელებლები. დატოვეთ 1 საათით დასალბობად.
ნაყინის ტორტის აწყობა:
- ნაყინის დამატება: ხილის ნარევს დაამატეთ ნაყინი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით მომზადებულ ფორმაში, გასწორეთ ზედაპირი, დაფარეთ პოლიეთილენის ქაღალდი და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
შოკოლადის მინანქარი:
- ჯამში მოათავსეთ შოკოლადი და დადეთ ადუღებულ წყლიან ქვაბზე ისე, რომ ჯამი წყალს არ ეხებოდეს. მოურიეთ შოკოლადს, სანამ არ გადნება და გახდება გლუვი. გააცივეთ 10 წუთით ან სანამ ოდნავ გასქელდება.
ნაყინის ტორტის გაფორმება:
- ფორმის ძირი ჩაყავით ცხელი წყლით სავსე ჯამში და ტორტი ფრთხილად გადმოაბრუნეთ სერვირების თეფშზე.
- გაფორმება: დაასხით გაგრილებული გამდნარი შოკოლადი ტორტის ზედაპირზე. მოაყარეთ ალუბალი და შოკოლადის ნატეხები. მიირთვით დაუყოვნებლივ.
NS