პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - უმძიმესი დანაშაულის დეტალები
ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

10 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ფაქტს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ დრომ­დე იძი­ე­ბენ. 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს.

ლაშა მეტ­რო­ში მა­ტა­რებ­ლის მოს­ვლას ელო­დე­ბო­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხალ­ხის თვალ­წინ, მას მა­მა­კაც­მა ზურ­გი­დან ხელი ჰკრა და ლი­ან­დაგ­ში ჩა­აგ­დო. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და.

ძნე­ლია, ამ კად­რებს ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე უყუ­რო.კად­რებ­შიც ჩანს, რომ მა­შინ­ვე ატყდა ჩოჩ­ქო­ლი, მე­მან­ქა­ნე­მაც სცა­და და­მუხ­რუ­ჭე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ღარ შეძ­ლო და ბიჭი უამ­რა­ვი ხალ­ხის თვალ­წინ, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­მებ­ში მოხ­და, რომ მე­მან­ქა­ნემ მა­ტა­რებ­ლის გა­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლო. ცნო­ბი­ლია, რომ იქვე და­ა­კა­ვეს დამ­ნა­შა­ვე. პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე მისი და­კა­ვე­ბა უბ­რა­ლოდ გამ­ვლელ­მა და მეტ­როს ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა შეძ­ლო.

"ლაშა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. სიზ­მარ­ში გვგო­ნია ყვე­ლას თავი, ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ. ძა­ლი­ან ძნე­ლია, სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე, რა ხდე­ბა მის ოჯახ­ში, მის სა­ნა­თე­სა­ო­ში. ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს - რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი?

იმე­დია, გა­ვარ­კვევთ. ამ ეტაპ­ზე, სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ის არ იც­ნობ­და დამ­ნა­შა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლიც ამ­ბობს, თურ­მე, არ ვიც­ნობ­დიო. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, რა და რო­გორ მოხ­და. ჯერ ცხე­და­რიც არ მოგ­ვის­ვე­ნე­ბია სახ­ლში", - ამ­ბობს მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლი ლა­შას ბი­ძაშ­ვი­ლი.

  • "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ახლა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია და ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნას ელო­დე­ბა. მას ად­ვო­კა­ტი უკვე შეხ­ვდა.

"ჯერ მისი პო­ზი­ცია არ ვიცი, ალ­ბათ ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის დროს და­ად­გენს პო­ზი­ცი­ას. მო­ტივ­ზეც ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ჯერ" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში გუ­შინ გვი­ან ღა­მით გა­და­ას­ვე­ნეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

10 დეკემბერს თბილისში, მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს.

ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

ძნელია, ამ კადრებს ემოციების გარეშე უყურო.კადრებშიც ჩანს, რომ მაშინვე ატყდა ჩოჩქოლი, მემანქანემაც სცადა დამუხრუჭება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო და ბიჭი უამრავი ხალხის თვალწინ, ადგილზე დაიღუპა.ყველაფერი ისე წამებში მოხდა, რომ მემანქანემ მატარებლის გაჩერება ვერ შეძლო. ცნობილია, რომ იქვე დააკავეს დამნაშავე. პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება უბრალოდ გამვლელმა და მეტროს ერთმა თანამშრომელმა შეძლო.

"ლაშა ჩემი ბიძაშვილია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. სიზმარში გვგონია ყველას თავი, ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას, სამწუხაროდ. ძალიან ძნელია, სიტყვებით გადმოსცე, რა ხდება მის ოჯახში, მის სანათესაოში. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს და ველოდებით პასუხს - რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

იმედია, გავარკვევთ. ამ ეტაპზე, სხვა არაფერი ვიცით. ის არ იცნობდა დამნაშავეს. დაკავებულიც ამბობს, თურმე, არ ვიცნობდიო. ველოდებით გამოძიებას, რა და როგორ მოხდა. ჯერ ცხედარიც არ მოგვისვენებია სახლში", - ამბობს მომხდარით შეძრული ლაშას ბიძაშვილი.

  • "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდორაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.

"ჯერ მისი პოზიცია არ ვიცი, ალბათ ბრალდების წარდგენის დროს დაადგენს პოზიციას. მოტივზეც ვერაფერს ვიტყვი ჯერ" - ამბობს ადვოკატი.

ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი მშობლიურ სოფელში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს.