ავტორი:

"იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია" - რას წერს ქალი, რომელსაც გუშინ სამართებლით სახეზე ჭრილობა უცნობმა პირმა მიაყენა

"იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია" - რას წერს ქალი, რომელსაც გუშინ სამართებლით სახეზე ჭრილობა უცნობმა პირმა მიაყენა

დაბა კაზრეთში უცნობი პირი თავს დაესხა საჯარო სკოლის თანამშრომელს და სამართებლით სახეზე ჭრილობა მიაყენა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფიქრია ეპიტაშვილს თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა.

"გა***ი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან" - წერს სააგენტო "მაუწყებელი".

დაზარალებულს სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ფიქრია ეპიტაშვილი მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:

"მეგობრებო, კარგად ვარ... სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს..გამოძიება დაწყებულია.. იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა.. იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს.. იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია..

პ.ს დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩება არავის.

პ.ს. ახლა მე უნდა დავიძინო და იქნებ თქვენ გაიღვიძოთ" - წერს ეპიტაშვილი.