საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვია, ბიჭო! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს, ამათ ვერავინ მოერევა" - დუტა სხირტლაძე მიმართვას ავრცელებს
"ბავშვია, ბიჭო! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს, ამათ ვერავინ მოერევა" - დუტა სხირტლაძე მიმართვას ავრცელებს

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დუტა სხირტლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ა­ზე დგა­ნან, მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

ის აზი­ა­რებს არას­რულ­წლო­ვა­ნის ფო­ტოს, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს და წერს:

"ბავ­შვია, ბიჭო!!! ბავ­შვი­ი­ი­იი!!! გა­მო­უშ­ვით!!! ჩემი მხარ­და­ჭე­რა შენ, კარ­გო ბიჭო და ყვე­ლას ვინც ამ დღე­ებ­ში უმო­წყა­ლოდ სცე­მეს (მათ შო­რის ჩემი უმ­ცრო­სი კო­ლე­გე­ბიც).. პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭებს... ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპე­რა­ტო­რებს... ქვე­ყა­ნა ამა­თია. შვი­ლე­ბი­საა... ვი­ღა­ცე­ბი "ბან­დერ­ლო­გებს" უწო­დე­ბენ..

აი ამათ... ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ახალ თა­ო­ბას... თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. მათი გო­ნე­ბა რომ მოგ­ცათ მა­გი­ნებ­ლებს - ისე შეგრცხვე­ბო­დათ სა­კუ­თა­რი თა­ვის. თუ არ გჯე­რათ - გა­ბე­დეთ და და­ე­ლა­პა­რა­კეთ. ნე­ბის­მი­ერს. თუმ­ცა რაზე უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოთ... ბავ­შვე­ბი, შვი­ლე­ბი, ახა­ლი თა­ო­ბა - ესაა ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი... ამათ ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვა. ვერც ვე­რა­ვინ მო­რე­ვია. ვე­რას­დროს" - წერს სხირტლა­ძე.

ასე­ვე "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ დუტა სხირტლა­ძემ "იმე­დი" პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

  • ცნო­ბის­თვის, უკვე 10 დღე­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

თით­ქმის ყო­ველ ღამე აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლს, ცრემლსა­დენ გაზს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასე­ვე გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ბავშვია, ბიჭო! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს, ამათ ვერავინ მოერევა" - დუტა სხირტლაძე მიმართვას ავრცელებს

"ბავშვია, ბიჭო! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს, ამათ ვერავინ მოერევა" - დუტა სხირტლაძე მიმართვას ავრცელებს

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დგანან, მხარდაჭერას უცხადებს.

ის აზიარებს არასრულწლოვანის ფოტოს, რომელიც აქციაზე დააპატიმრეს და წერს:

"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა... ვიღაცები "ბანდერლოგებს" უწოდებენ..

აი ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. მათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს" - წერს სხირტლაძე.

ასევე "მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დუტა სხირტლაძემ "იმედი" პროტესტის ნიშნად დატოვა.

  • ცნობისთვის, უკვე 10 დღეზე მეტია საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

თითქმის ყოველ ღამე აქციების დაშლისას სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა საშუალებებს. შედეგად ჟურნალისტები და მოქალაქეები დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ასევე გაიფიცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

წაიკითხეთ ასევე: