პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნია
“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნია

“ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ა­კე­თოს ის, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა - ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ხუ­როს “მთა­ვა­რი არხი“. ამას ოქუ­აშ­ვი­ლი აკე­თებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მორ­ჩი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის, გოგი ქურ­და­ძის ხე­ლით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად გა­ა­კე­თა.

  • გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას თქმით, ქურ­და­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ა­ში ოქუ­აშ­ვი­ლის წარ­დგი­ნე­ბით ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნით - რომ ხსე­ნე­ბულ დამ­ფუძ­ნე­ბელს ჰქო­ნო­და არხზე ქმე­დი­თი ბერ­კე­ტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

“იმ დროს, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ქუ­ჩა­ში იბ­რძვის თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად, რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე ღიად ძა­ლა­დო­ბენ, სას­ტი­კად აწა­მე­ბენ, ძარ­ცვა­ვენ, უკა­ნო­ნოდ აკა­ვე­ბენ, ასა­მარ­თლე­ბენ და ცი­ხე­ებ­ში ყრი­ან, და რო­დე­საც ამ მოვ­ლე­ნე­ბის წინა ხაზ­ზე მდგო­მი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან (რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა სა­მუ­და­მო და­სა­ხიჩ­რე­ბას ან სიკ­ვდილს), აი, ამ დროს “მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვი­თო­ნაც ჩა­ერ­თოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ წა­მო­წყე­ბულ მა­სობ­რივ ძა­ლა­დო­ბა­ში და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვა­დაც იძა­ლა­დოს ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, რათა მათი მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დოს - იმის ნაც­ვლად, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დეს თა­ვი­სი გუნ­დის და­სახ­მა­რებ­ლად.

  • ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ა­კე­თოს ის, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა - ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ხუ­როს “მთა­ვა­რი არხი“.

ამას ოქუ­აშ­ვი­ლი აკე­თებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მორ­ჩი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის, გოგი ქურ­და­ძის ხე­ლით. ქურ­და­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ა­ში ოქუ­აშ­ვი­ლის წარ­დგი­ნე­ბით ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნით - რომ ხსე­ნე­ბულ დამ­ფუძ­ნე­ბელს ჰქო­ნო­და არხზე ქმე­დი­თი ბერ­კე­ტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, თო­რემ სხვა მხრივ გოგი ქურ­და­ძეს არ გა­აჩ­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ფი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი კომ­პე­ტენ­ცია, არც კი იც­ნობს არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს, აიგ­ნო­რებს მათ თხოვ­ნას, რომ, უბ­რა­ლოდ, შეხ­ვდეს მა­ინც მათ! და სა­ერ­თოდ არც კი და­დის სამ­სა­ხურ­ში.

ერ­თა­დერ­თი, რა­საც გოგი ქურ­და­ძე ოქუ­აშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით აკე­თებს, არის ის, რომ ბლო­კავს ყვე­ლა ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ას კომ­პა­ნი­ა­ში და უარს ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს მისი წყა­ლო­ბით შე­უ­ჩერ­დათ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ოქუ­აშ­ვილს და ქურ­და­ძეს ეს არ აინ­ტე­რე­სებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი - რო­გორც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი - პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე.

  • ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და მისი დი­რექ­ტო­რის ქმე­დე­ბე­ბით “მთა­ვა­რი არხი“ უკვე დარ­ჩა ფი­ნან­სუ­რი წყა­რო­ე­ბის გა­რე­შე და ნელ-ნელა წყდე­ბა ჩვენ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბიც, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, არ­ხის მუ­შა­ო­ბას შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის - ეს კი ზუს­ტად ის არის, რაც დღეს სჭირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად ოქუ­აშ­ვი­ლი გვი­ყე­ნებს ისეთ აბ­სურ­დულ, გა­მო­გო­ნილ ბრალ­დე­ბებს, რომ­ლებ­საც გან­ხილ­ვის ღირ­სა­დაც კი არ ვთვლი აქ - იმ­დე­ნად შორს წა­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ სიც­რუ­ე­ში, რომ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გვმფარ­ვე­ლობს და ოლი­გარ­ქთან ვართ გა­რი­გე­ბუ­ლი. თან ამას, თურ­მე, თვი­თონ ვე­უბ­ნე­ბით ხოლ­მე ქურ­და­ძეს...

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია და ზუს­ტად პი­რი­ქით არის - თუ დღეს ვინ­მე “მთა­ვარ არხზე“ აკე­თებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საქ­მეს, ეს არის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიჰ­ყავს არხი და­ხურ­ვამ­დე. და არ­სე­ბობს ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ამას სწო­რედ არა­ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით ან მას­თან სა­ვაჭ­როდ აკე­თებს - რო­გორც, ალ­ბათ, იცით, ოქუ­აშ­ვილს აქვს მძი­მე სა­სა­მარ­თლო დავა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, რაც კი არ გა­მო­რი­ცხავს მათ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, არა­მედ პი­რი­ქით - სწო­რედ ამ და­ვა­ში შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად ოქუ­აშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხით“ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

“ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ გა­რი­გე­ბა ოქუ­აშ­ვი­ლის მხრი­დან სი­ახ­ლე არ არის - შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ნატო და როს­ტომ ჩხე­ი­ძე­ებ­მა მის­ცეს ხმა “ოც­ნე­ბის­თვის“ სა­სურ­ველ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებს მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­ლდე­ბო­და სა­კუ­თა­რი ხმე­ბი ამ კან­დი­და­ტე­ბის გა­საყ­ვა­ნად და აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმაც. მა­შინ მაშ­ველ რგო­ლად სწო­რედ ოქუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

ჩვენ არ გვიბ­რძო­ლია ამ­დე­ნი იმის­თვის, რომ, სა­ბო­ლო­ოდ, არხი - ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის სა­ხით - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჩა­ვუგ­დოთ ხელ­ში. ამი­ტომ სა­დამ­დეც შევ­ძლებთ, ისევ ვიბ­რძო­ლებთ და ვიქ­ნე­ბით ეთერ­ში ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის.

მთა­ვა­რი ხართ თქვენ და ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, ბოლო წუ­თამ­დე ვიდ­გეთ ჩვენს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში და მო­გიყ­ვეთ, რა ხდე­ბა იქ, სა­დაც წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი და ვე­რა­ნა­ი­რი გოგი, ვე­რა­ნა­ი­რი ზაზა და ვერც პუ­ტი­ნის მე­გო­ბა­რი ბი­ძი­ნა ვერ შეგ­ვა­ჩე­რებს!

დიდი მად­ლო­ბა!" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნია

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნია

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ, მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით“, - აღნიშნული განცხადება “მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, თანამშრომლებთან ერთად გააკეთა.

  • გიორგი გაბუნიას თქმით, ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად.

“იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან, და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან (რამდენიმე მათგანი შემთხვევით გადაურჩა სამუდამო დასახიჩრებას ან სიკვდილს), აი, ამ დროს “მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს “ქართული ოცნებისგან“ წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს - იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი, პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად.

  • ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“.

ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ, მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, თორემ სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ, უბრალოდ, შეხვდეს მაინც მათ! და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.

ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი - როგორც დამფუძნებელი და დირექტორი - პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.

  • ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით “მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის - ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.

თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად ოქუაშვილი გვიყენებს ისეთ აბსურდულ, გამოგონილ ბრალდებებს, რომლებსაც განხილვის ღირსადაც კი არ ვთვლი აქ - იმდენად შორს წავიდნენ თავიანთ სიცრუეში, რომ ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვმფარველობს და ოლიგარქთან ვართ გარიგებული. თან ამას, თურმე, თვითონ ვეუბნებით ხოლმე ქურდაძეს...

სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია და ზუსტად პირიქით არის - თუ დღეს ვინმე “მთავარ არხზე“ აკეთებს “ქართული ოცნების“ საქმეს, ეს არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე. და არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას სწორედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს - როგორც, ალბათ, იცით, ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით - სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება “მთავარი არხით“ მანიპულირება.

“ქართულ ოცნებასთან“ გარიგება ოქუაშვილის მხრიდან სიახლე არ არის - შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მისცეს ხმა “ოცნებისთვის“ სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ.

ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი - ზაზა ოქუაშვილის სახით - ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის.

მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს!

დიდი მადლობა!" - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.