პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება - მას დასანქცირების ეშინია“ - იან კელი და დევიდ კრამერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
“საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება - მას დასანქცირების ეშინია“ - იან კელი და დევიდ კრამერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“სა­ქარ­თვე­ლო­ზე ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს არ მო­ი­ცავს, უდი­დე­სი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა - მას და­სან­ქცი­რე­ბის ეში­ნია“ - ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, იან კელი და ჯორჯ ბუ­შის საპ­რე­ზი­დენ­ტო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, დე­ვიდ კრა­მე­რი ავ­რცე­ლე­ბენ.

“სა­ქარ­თვე­ლო­ზე ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს არ მო­ი­ცავს, უდი­დე­სი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. მას მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა იმა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლებ­ში არას­წო­რად წა­რი­მარ­თა.

  • ივა­ნიშ­ვილს და­სან­ქცი­რე­ბის ეში­ნია; მას არ სურს და­სავ­ლურ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე წვდო­მის და­კარ­გვა, ასე­ვე, მას არ სურს სტიგ­მა, რაც გა­მო­ყო­ფას მოჰ­ყვე­ბა.

“გლო­ბა­ლუ­რი მაგ­ნიტსკის აქ­ტი­სა” და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, აშშ-ის მთავ­რო­ბას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­მო­ი­ღოს სან­ქცი­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის, კო­ბა­ხი­ძი­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სხვა ლი­დე­რი ფი­გუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის­თვის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბის­თვის (რაც მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვა­საც მო­ი­ცავს), და კო­რუფ­ცი­ის­თვის. “გლო­ბა­ლუ­რი მაგ­ნიტსკის აქ­ტის” ფარ­გლებ­ში სან­ქცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­იც­ვას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მგზავ­რო­ბის­თვის ვი­ზე­ბის უარ­ყო­ფა და “გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რე­ბის აშშ-ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში მთე­ლი სა­კუთ­რე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბა­ში ინ­ტე­რე­სე­ბის” დაბ­ლოკ­ვა.

ასე­ვე, სა­სან­ქციო სი­ა­ში უნდა იყ­ვნენ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კონ­ტრო­ლის ქვეშ მყო­ფი პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რი, ვინც ხმა მის­ცა რუ­სუ­ლი სტი­ლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­მიზ­ნე­ში იღებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მე­დი­ას, ისე­ვე რო­გორც LGBTQ+ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მსგავ­სი ზო­მე­ბის პრე­ცე­დენ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს მსგავ­სი სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის მხარ­და­ჭე­რის­თვის. და ვა­შინგტონ­მა უნდა გა­აფრ­თხი­ლოს პო­ლი­ცი­ი­სა და სამ­ხედ­რო ოფიც­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის დარ­ბე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ “გლო­ბა­ლუ­რი მაგ­ნიც­კის აქ­ტის” ფარ­გლებ­ში ისი­ნიც იქ­ნე­ბი­ან სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბუ­ლი…

ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სად­მი არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რის სიგ­ნა­ლი უნდა გას­ცეს, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბა იზამს. და ეს მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა სა­გა­რეო და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში და სხვა­გან 100-ზე მეტი ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის­თვის, ვინც მა­მა­ცად გა­დად­გა თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან იმის პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა და კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თეს…

პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შა­ბათ-კვი­რას პა­რიზ­ში ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის ხე­ლახ­ლა გახ­სნა­ზე პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ულ დო­ნალდ ტრამპს ესა­უბ­რა. თუ მი­მა­ვა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია ვერ იმოქ­მე­დებს, იმე­დი არ­სე­ბობს, რომ მო­მა­ვა­ლი [ად­მი­ნის­ტრა­ცია] გა­ა­კე­თებს სწორ რა­მეს. მაგ­რამ მა­ნამ­დე შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლუ­ლიც კი აწ­მყო­დან მაგ მო­მენ­ტამ­დე,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

“საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება - მას დასანქცირების ეშინია“ - იან კელი და დევიდ კრამერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება - მას დასანქცირების ეშინია“ - იან კელი და დევიდ კრამერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება - მას დასანქცირების ეშინია“ - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი ავრცელებენ.

“საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება. მას მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რაც საქართველოში ბოლო წლებში არასწორად წარიმართა.

  • ივანიშვილს დასანქცირების ეშინია; მას არ სურს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებზე წვდომის დაკარგვა, ასევე, მას არ სურს სტიგმა, რაც გამოყოფას მოჰყვება.

“გლობალური მაგნიტსკის აქტისა” და დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით, აშშ-ის მთავრობას აქვს შესაძლებლობა შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერი ფიგურების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის (რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევასაც მოიცავს), და კორუფციისთვის. “გლობალური მაგნიტსკის აქტის” ფარგლებში სანქციებმა შეიძლება მოიცვას შეერთებულ შტატებში მგზავრობისთვის ვიზების უარყოფა და “განსაზღვრული პირების აშშ-ის იურისდიქციაში მთელი საკუთრებისა და საკუთრებაში ინტერესების” დაბლოკვა.

ასევე, სასანქციო სიაში უნდა იყვნენ “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ მყოფი პარლამენტის ყველა წევრი, ვინც ხმა მისცა რუსული სტილის კანონმდებლობას, რომელიც სამიზნეში იღებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისევე როგორც LGBTQ+ საზოგადოებას. მსგავსი ზომების პრეცედენტი შეიძლება იყოს მსგავსი სანქციები, რომლებიც რუსეთის პარლამენტის წევრების წინააღმდეგ იქნა შემოღებული 2022 წელს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის. და ვაშინგტონმა უნდა გააფრთხილოს პოლიციისა და სამხედრო ოფიცრები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში მონაწილეობენ, რომ “გლობალური მაგნიცკის აქტის” ფარგლებში ისინიც იქნებიან სამიზნეში ამოღებული…

ბაიდენის ადმინისტრაციამ მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი არაორაზროვანი მხარდაჭერის სიგნალი უნდა გასცეს, რასაც ივანიშვილის დასანქცირება იზამს. და ეს მორალური მხარდაჭერა იქნება საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში და სხვაგან 100-ზე მეტი ქართველი ოფიციალური პირისთვის, ვინც მამაცად გადადგა თავისი თანამდებობებიდან იმის პროტესტის ნიშნად, რაც ივანიშვილმა და კობახიძემ გააკეთეს…

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შაბათ-კვირას პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნაზე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს ესაუბრა. თუ მიმავალი ადმინისტრაცია ვერ იმოქმედებს, იმედი არსებობს, რომ მომავალი [ადმინისტრაცია] გააკეთებს სწორ რამეს. მაგრამ მანამდე შესაძლოა ძალიან გვიანი აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი შეიძლება იქნას დაპატიმრებული, დაშავებული, შეიძლება მოკლულიც კი აწმყოდან მაგ მომენტამდე,” - ნათქვამია განცხადებაში.