ბათუმში ევროპის მოედანზე მედიკოსები საპროტესტო მარშს აწყობენ.
ექიმების თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაკავებულ ექიმებს და სხვა მოქალაქეებს, რომლებიც პროევროპულ აქციაზე იმყოფებიან.
ექიმების განცხადებით, დაკავებულ მედიკოსებს პაციენტები ელოდებიან და დროულად უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება.
“განზე დგომა არ შეიძლება, ძალა არის ევროპაში, განათლება, მედიცინა და სხვა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დღეს საქართველოში ჩვენი შვილების გენოციდი მიმდინარეობს, რაც წარმოუდგენლად მტკივნეულია, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აკავებენ ექიმებს, რომლებსაც პაციენტები ელოდებიან. პეტიციას აჭარაში მოქმედმა 200-ზე მეტმა ექიმმა მოაწერა ხელი, ახალ არჩევნებს ველოდებით და გვჯერა შედეგს მივაღწევთ”, - აცხადებენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ექიმები.